უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

12 თებერვალი, 2019 10:00
font-size

ანონსი 12.02.19

10:00 - პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

თბილისი, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“

10:00 - სასტუმრო „ბილტმორში“ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგისა ცენტრი (EMC) გამართავს საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს შრომითი მედიაციის მექანიზმზე მრავალწარმომადგენლობითი დიალოგი: დაბრკოლებების იდენტიფიცირება და რეკომენდაციებზე შეჯერება“.
საკონტაქტო პირი სალომე აჩბა - 593 73 75 03

10:30- პრესკლუბ "მედიარუმში" "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის გიგა შუშანიას ბრიფინგი გაიმართება.
თემა: საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემები.
ქუთაისი, გიორგი ჯიბლაძის ქ. #8 ("ქუთაისი პოსტის" ოფისი)

10:30 - გარემოსდაცვითი ექსპერტები აკაკი ფანჩულიძე და გიორგი დარსაველიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: უმსხვილესი პროექტები, რომელებიც გარემოზე ნეგატიურად მოქმედებს და სახელმწიფო, რომელიც ამგვარ პროექტებს საჯარო განხილვებისა და გარემოზე ზემოქმედების პროცედურებისგან ათავისუფლებს.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური შედეგების პრეზენტაციას გამართავს.
ექსპო ჯორჯიას საგამოფენო პავილიონი

11:00 - მცხეთის მოსახლეობა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მორატორიუმი და დაპაუზებული მცხეთა; მცხეთის განვითარების გენერალური გეგმა, რომელზეც ათასობით ლარი განიავდა, იგივე ჯგუფმა მილიონიანი ტენდერი ისევ მოიგო - ისტორიული ქალაქი თუ ბიზნეს ჯგუფის ინტერესები.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 - "ყაზტრანსგაზ-თბილისის" მფლობელი კომპანიის „სი-ბი-ეს ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, ყაზტრანსგაზში საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის შესახებ, სამოქალაქო მოძრაობის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.
მეგრელიძის ქ. #16

11: 00 - ''ევროპული საქართველოს'' წევრი ელენე ხოშტარია ბრიფინგს გამართავს.
თემა: ინიციატივა რეპრესისირებულთა შესახებ.
ინგოროყვას ქ. N 22ი
საკონტაქტო პირი მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში, პროფესორ ლადო პაპავას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: საპენსიო რეფორმა - საზოგადოების ნაწილის პროტესტი და გამოწვევები; განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმა; დაპირისპირება მმართველ გუნდში.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ანალიტიკოს დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: დაპირისპირება მმართველ გუნდში; სასამართლოს ირგვლივ განვითარებული პროცესები; ლიეჟში განვითარებულ მოვლენები.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:30 - მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მცხეთის განვითარების გენერალური გეგმა, დახარჯული ათასები და მილიონები და ნულოვანი შედეგი. დოკუმენტი, რომელიც თვითმმართველობამ ჩააგდო.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

12:00 - გაიმართება ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსათვის“ წევრების შეხვედრა თბილისის გენერალური გეგმის ავტორთან, მერაბ ბოლქვაძესთან და თბილისის საკრებულოს წევრ რევაზ სოხაძესთან.
თემა: „მზიურის“ ტერიტორიაზე რაგბის კავშირის მიერ გასხვისებული ტერიტორიის ფუნქციური ზონისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის საკითხები“.
პარლამენტი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

12:00 - პარლამენტში, ''ევროპული საქართველოს'' ფრაქციის ოთახში, ოთარ კახიძის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: სასამართლო რეფორმა
საკონტაქტო პირი მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08
12.00 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ემერიტუსი პროფესორი მზექალა შანიძე „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში წაიკითხავს საჯარო ლექციას „ქართული ხელნაწერები - ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა“.

12:00 - თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TİKA) სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისს“ ბენეფიციარებისათვის 18 კაციან სატრანსპორტო საშუალებას გადასცემს. პროექტის გახსნას დაესწრებიან საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფათმა ჯერენ იაზგან, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ნეჯლა დემირდაღი და სხვა მიწვეული სტუმრები.
ალექსანდრე მანაგაძის ქ. #21

13:00 - საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი ბრიფინგს გამართავს.
ათონელის ქ. N 25

13:00 - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

13:30 - სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამშენებლო კომპანიებს უახლოეს პერიოდში გამოსაცხადებელი ტენდერების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ღონისძიებაში მონაწილეობას მიღებენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილები და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები.
რუსთაველის გამზ. N13

14:00 - გაიმართება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის შეხვედრა პარლამენტის აპარატის სტაჟიორებთან.
საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

15:00 - სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გაიმართება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ ორგანიზებული ფორუმი, რომელსაც სახელმწიფოს რწმუნებულები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები დაესწრებიან.
26 მაისის მოედანი #11
საკონტაქტო პირი ანუკი ტალახაძე - 555 50 00 88

15:00 - გაიმართება პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ინაუგურაცია ნატოს საკონტაქტო საელჩოს რანგში.
ონიაშვილის ქ. #24 (პოლონეთის საელჩო თბილისში)

17:00 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შენობაში სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალი დარბაზის საზეიმო გახსნა გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, თბილისის მერიის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრებიან.
დიმიტრი უზნაძის ქ. №68
საკონტაქტო პირი ხათუნა მაჭავარიანი - 599139914

17:30 - პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.
თბილისი, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“

18:00 - „თიბისი არტ გალერეაში“ უშანგი ხუმას (ხუმარაშვილი) ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
მარჯანიშვილის ქ. #7; თიბისი ბანკი; მეორე სართული.

19:00 - მაღაზიაში „Stamba's Books _ სტამბის წიგნები“ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ახალი თარგმანის, ურუგვაელი მწერლის, მარიო ბენედეტის რომანების _ „სულის მოთქმა“ და „მადლობა ცეცხლისთვის“ წარდგენა გაიმართება.
კოსტავას ქ. #14