უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

12 ივნისი, 2019 10:41
font-size

ანონსი 12.06.19

11:00 - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

11:00 - მერიაში თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას N7

11:00 - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე 2019 წლის გამოცდების განრიგთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
მინდელის ქ. N9

11:00 - პარლამენტთან თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები და მოხალისეები პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას. ხელმოწერები ზაფხულის განმავლობაში შეგროვდება მთელი საქართველოს მასშტაბით და საშემოდგომო სესიაზე წარედგინება პარლამენტს.
საკონტაქტო: თეონა ჭალიძე - 591 05 16 01

11:00 - პარლამენტში, "ევროპული საქართველოს" ფრაქციის ოთახში ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: ჩ ჰეპატიტის ჩავარდნილი პროგრამა
საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

11:00 - შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო თბილისის სამმართველოს უფროსი ნოდარ ჭუმბაძე „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ტრაგიკული შემთხვევები ზღვაში, მდინარეებსა თუ ტბებზე; უსაფრთხოების ნორმები და წესები; სტატისტიკა; საშიში და საფრთხილო მონაკვეთები და გაფრთხილება მოსახლეობას.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

12:00 - პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

12:00 - მთავრობის ადმინისტრაციაში, ჭიათურის მაღაროს მუშებთან დაკავშირებულ საკითხზე მორიგი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს.

13:00 - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდებიან.
თემა: „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა“.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (ჩ კორპუსი, V სართული)

13:00 -პარლამენტში ეთიკის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

13:00 - ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის მიერ ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე ჩატარებული ესეების კონკურსის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.
მწერალთა სახლი ( თბილისი, მაჩაბლის 13)
საკონტაქტო : 597513933

14:00 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის თანამშრომლობით საბიბლიოთეკო დღეების დახურვის ღონისძიება გაიმართება.
თსუ ბიბლიოთეკა, უნივერსიტეტის ქუჩა N11
საკონტაქტო: 2 22 23 91

18:00 - თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის რადიოფილმის „ჩუმად, ხმაურია!“ ჩვენება გაიმართება.
ტოვსტონოგოვის #2
საკონტაქტო: ანანო წივწივაძე - 599 563 455

19:00 - გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა დაესწრება.
მრავალფუნქციური ცენტრი „რესპუბლიკა“. რესპუბლიკის მოედანი.
საკონტაქტო: სალომე ბენიძე - 577211300; ნინო ტალახაძე - 595053605

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!