უკან

ანონსები

12 ივლისი, 2018 10:00
font-size

ანონსი 12.07.18

11:00 - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩის საქმეზე პრესკონფერენციას გამართავს.

ნ. რამიშვილის ქ. #6

11:00 - მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:30 - თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია მედიაცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ზაფხულის სეზონზე მძღოლების დაუდევრობით მანქანის ქვეშ შეფარებული, შინაური ცხოველების გაჭყლეტვის შემთხვევები მატება; ასევე, მანქანაში დატოვებული ძაღლები, რომლებიც სიცხისგან იგუდებიან.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

12:00 - სასტუმრო „რედისონში“, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით, ჭარბვალიანობასა და სასესხო-საკრედიტო რეგულაციებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართება.
საკონტაქტო პირი ეკა ხიმშიაშვილი - 298-78-78

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას“ ვიცეპრეზიდენტი გიორგი კაპანაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: აზარტული თამაშების რეგულირების ალტერნატიული მოდელის შეთავაზება მთავრობას.
ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12:00 - სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ თსუ-ს ასოცირებული პროფესორის, ქეთევან ერემაძის წიგნის „თავისუფლების დამცველნი თავისუფლების ძიებაში, საკონსტიტუციო კონტროლის 20 წელი საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართება.
საკონტაქტო ტელ.: 595 22 55 64

14:00 -ევროკავშირის პროექტის "უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება" ფარგლებში, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების, ასევე საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით სემინარი გაიმართება.
თემა: „შედეგებზე ორიენტირებული საბიუჯეტო ზედამხედველობა“.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

16:00 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემეცნებითი კონკურსის "პლანეტა რიდმორის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.