უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

12 სექტემბერი, 2018 10:00
font-size

ანონსი 12.09.18

10:00 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა ჩატარდება, რომლის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს.

ინგოროყვას ქ. #7

11:00 - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზოში პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „მსოფლიო დასუფთავების დღე“, „დავასუფთაოთ მსოფლიო“, „დავასუფთაოთ საქართველო“ - დასუფთავების აქციები 15-16 სექტემბერს.
მარშალ გელოვანის #6

11:00 - საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სამედიცინო მარიხუანას მოშენება და ექსპორტი საქართველოდან; „მრეწველების“ პოზიცია სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით; როგორ დაეხმარებიან მას მაჟორიტარები.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65

11:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ანა დოლიძესთან დაკავშირებით დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა გაიმართება.

11:30 - საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატების“ თავჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სამედიცინო მარიხუანას ექსპორტი საქართველოდან; „სოციალ- დემოკრატების“ პოზიცია სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, მიმდინარე პროცესები.
აკაკი წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის დავით ჭიჭინაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: დავით ჭიჭინაძის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, მიმდინარე პროცესები.
აკაკი წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12:00 - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თბილისის ოფისში გაიმართება პრესკონეფერენცია, სადაც წარმოდგენილი იქნება კვლევა: „დაბალი ხარისხის სასკოლო განათლებაში სულ უფრო მეტს ვიხდით“.
აღმაშენებლის #61

12:00 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ტრადიციული რეწვის სახელოსნოების პირველი საერთაშორისო ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე.
მსანაპიროს ქ. #4

12:00- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

13:00 - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N238

13:00 - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსში, ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს, თემაზე: აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არანაკლებ 25 წლის ასაკისა, საშემოსავლო გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს.
თბილისი, რუსთაველის გამზ. #8, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სათათბირო ოთახი #238
საკონტაქტო ტელ.: 599 29 12 02

19:00 - „ბიბლუსი გალერეაში“ შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლი „დიალოგის" წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და გეშტალტთერაპევტი ქეთი მესხიშვილი წარუძღვება.
თემა: როგორ შეაყვაროთ ბავშვს სკოლა და სწავლის პროცესი, როგორ დავეხმაროთ ახალ გარემოსთან ადაპტირებაში და სწავლასთან დაკავშირებული სტრესის დაძლევაში.
ჭავჭავაძის გამზ. #7

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`