უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

12 სექტემბერი, 2019 11:00
font-size

ანონსი - 12.09.19

11:00 - ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და მისი ინტერესების დამცველი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: დავით სარალიძის მკვლელობის საქმე - დღეს სასამართლო ზაზა სარალიძეს დაკითხავს, რას ითხოვს დაზარალებული.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11.00 - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ბრიფინგს გამართავს.
B ბლოკი, მე-2 სართული, ბიუროს ოთახის წინ.

11:00 - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ზურაბ მელიქიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
კახეთის გზატკეცილი 45 ა

11:00 - სექტორი 3-ში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ასევე ევროპის საბჭოს „სტამბულის კონვენციის“ რატიფიცირება/განხორციელების მდგომარეობაზე ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.
სექტორი 3, გიული ჭოხონელიძის 5
საკონტაქტო: მარიამ ჯაფარიძე - 555101040

11:00 - ფრეიზერის ინსტიტუტის და ეკონომიკური თავისუფლების საერთაშორისო ქსელის კვლევის - „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება 2019“ პრეზენტაცია გაიმართება.
მერაბ კოსტავას ქ. 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, ეკონომიკური თავისუფლების ინსტიტუტი და თავისუფლების ბიბლიოთეკა, ოთახი #328.

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

12:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

12:00 - ფერეიდნელი ქართველები, რომლებიც საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ჟურნალისტებს შეხვდებიან.
კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

12:00 - სასტუმრო Holiday Inn-ში, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება და შრომის უსაფრთხოების ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციას გაუწევს.

12:00 - ანაკლიაში, მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს, სადაც ოფიციალურად დასახელდება ორგანიზაციის სახელწოდება და ორგანიზაციის მიზნები.

12:20 - პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ოფისში გაიმართება ბრიფინგი.
თემა: ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემის შესახებ
ათონელის 27

13:00 - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია “ახალგაზრდა პატრიოტები” , საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართავენ საპროტესტო აქციას. მათი მოთხოვნაა: საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე “ Now What ?” აშშ სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის არაეთიკური ქცევის შეფასება პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის მიმართ და დევიდ კრამერის “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადება საქართველოში.
აქციაში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები.

13:00 - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

14:00 - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული)

14:00 - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მედლინ მუნს შეხვდება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

14:45 - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზდენტი მედლინ მუნი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

15:00 - საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მედლინ მუნს შეხვდებიან.
პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

15:30 -დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული)

16:00 - პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

16:00 - “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მედლინ მუნს შეხვდებიან.
პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

16:00 - საინფორმაციო ცენტრში „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ გაიმართება საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის (სგა) პრეზენტაცია.
შალვა დადიანის ქუჩა 2/1
საკონტაქტო: ილია ნიკაჭაძე 599 97 91 81

16:20 - ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მედლინ მუნს შეხვდებიან.
პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

16:40 - ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენლები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მედლინ მუნს შეხვდებიან.
პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

18:15 - საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მედლინ მუნს შეხვდებიან.
საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

18.30 -თსუ-ს მაგისტრატურის 2019 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
კლუბი-ლაუნჯი „ოტიუმი“ (კუს ტბის ასახვევი)

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`