უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

12 ოქტომბერი, 2018 10:00
font-size

ანონსი 12.10.18

10:30 - დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ქვეყანაში არსებული სამუშაო ადგილების მოჭარბებული რაოდენობა, რომლის შევსება ვერ ხერხდება - რატომ ვერ საქმდებიან, როცა უმუშევრობა მთავარი პრობლემაა; მოთხოვნა-მიწოდების პრობლემა.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

10:30 - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება.
ბოჭორმის ქ. #12
საკონტაქტო პირი ქეთევან ლაცაბიძე - 555 22 30 04

11:00 - „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, „თიბისი გალერეაში“ თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების 30 წლის იუბილის აღსანიშნავად, ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც თბილისის მერი კახი კალაძე, სპეციალურად ამ თარიღისთვის თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ბრისტოლის მერი მარვინ რიზი და სხვა პირები დაესწრებიან.
მარჯანიშვილის #7; თიბისი გალერეა

11:00 - ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია "აფბა" გამართავს კვლევის პრეზენტაციას - "საქართველოს ეკონომიკა და საბანკო სექტორის განვითარების ზოგადი ტენდენციები 2012-2018 წლებში".

11:00 - თბილისის #160-ე საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ჰაერიში ტყვიის შემცველობის სინჯებს აიღებენ.

11:00 - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ გამართავს „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის“ განხილვას ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

11:30 - „ევროპული საქართველოს“ ოფისში ირმა ნადირაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: სულხან ზუმბურიძის გადაყენება.
საკონტაქტო პირები: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08, მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

12:00 - „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ცნობილი პროექტის, Change My Mind-ის ქართულ ანალოგს დაიწყებს.
ი. ჭავჭავაძის გამზ. #1

12:00 - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბორჯომის ხეობაში, 2008 და 2017 წლის აგვისტოში ხანძრით დაზიანებული ტყის ტერიტორიაზე დარგვის სამუშაოებს დაიწყებს.
ბორჯომი, სოფელი დაბა

12:00 - თბილისის მერი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონში ახალ სპორტულ ცენტრს გახსნის.
ზღვისუბანი; XI მ/რ, II კვარტალი

12:00 - სასტუმრო „რადისონში“ ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს პროექტის ფარგლებში “შეაჩერე ტკივილი” გაიმართება შეხვედრა, სადაც ტკივილის მართვის ექსპერტები საზოგადოებას გააცნობენ ანგარიშს, თუ რა პრობლემები აქვთ საქართველოში ქრონიკული და მწვავე ტკივილის მქონე პაციენტებს.

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ბრიგადის გენერალის, სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ანალიტიკოსის, ამირან სალუქვაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: რუსეთის მორიგი მუქარა საქართველოს მისამართით. რა საფრთხეს ქმნის რუსეთის საინფორმაციო შეტევა ე.წ. ლუგარის ლაბორატორიაზე. გრიგორი კარასინის განცხადებები.
ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

13:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: გირჩის მიერ დაგეგმილი “კანაფის ფესტივალი“, სადაც მარიხუანას გაყიდვას აპირებენ.
ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

13:00 - სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამების შეფასების პრეზენტაცია. ღონისძიებაზე მიწვეულები არიან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საკონტაქტო პირები: სალომე მუხურაძე - 599 298882; გიორგი ჩადუნელი - 599107333

13:30 - ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონში" ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (TBC) ლევან დავითაშვილი დაესწრებიან.

13:30 - ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, თბილისში, საკითხზე: „ნდობის რეიტინგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“ სოცილოგიურ გამოკითხვას ჩაატარებს.
თბილისი, მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორია.
საკონტაქტო ტელ.: 599 291202

14:00 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირმა ინაშვილი 2004-2012 წლების გახმაურებული საქმეების დაზარალებულებთან, მათ მშობლებთან და ოჯახის წევრებთან შეხვედრას გამართავს.
თბილისი, საქართველოს პარლამენტის A კორპუსი, III სართულის ფოიე

15:00 - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
თემა: პროკურატურის მხრიდან ადვოკატ ირაკლი გუნიავას მიმართ უსაფუძვლო გამოძიების დაწყება.
ზუბალაშვილების ქ. #33
საკონტაქტო პირი თორნიკე რაზმაძე - 558132241

17:00 - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, 10 საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "თბილისი მოლში" ღონისძიებას გამართავს.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`