უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

12 ოქტომბერი, 2019 10:00
font-size

ანონსი - 12.10.19

10:00 - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები ) ჩაატარებენ.

დიღომი, ნ.ჯავახიშვილის ქ. N1; გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი

10.00 - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის“ ორგანიზებით და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრების, დევნილი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, ფართო პროფილის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.
სამტრედია, ქუთათელაძის ქ. N15; N1 საჯარო სკოლის შენობა

11:00 - საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციაციის პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას ჩაატარებს საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი, რომელიც გასცემს პასუხს კითხვაზე - თუ რა გზებით მანიპულირებენ მფლობელი კომპანიები აღნიშნულ ტრანსპორტზე (ყვითელი სამარშრუტო ტაქსები, ავტობუსები).
ბოხუას ქუჩა N4, სართული მე-4.
ტელ: 032 2048048
საკონტაქტო პირი: ნინო აბაშიძე. ტელ: 555315142

12:00 - "სამოქალაქო მოძრაობის" ინიციატივით აქცია "ლადო, დაგვიბრუნე ლადოს ბაღი" გაიმართება. ალეკო ელისაშვილი, მთაწმინდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ლევან იოსელიანი და სოლოლაკელები მთაწმინდის მაჟორიტარს ლადო კახაძეს "ლადოს ბაღის" ხალხისთვის დაბრუნების მოთხოვნით მიმართავენ.
ამაღლების 40

12:00 - 18:00 - ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალი მეორედ ჩატარდება.
ფესტივალის ფარგლებში ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.
საკონტაქტო: 599854722

12:00 - 19:00 საათამდე, შარდენზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართება.
საკონტაქტო: 558 151583

13:00 - გორში, „გორის დღე 2019“-ის ფარგლებში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
დღესასწაული კირიონ II - ის ქუჩიდან აიღებს სტარტს და გორის ციხემდე გაგრძელდება.

13:00 - „ქართული ღვინის ფესტივალი 2019-ის“ ფარგლებში, შარდენზე - სიონის ქუჩაზე, წიგნის „ღვინის სიყვარულით, მოგზაურობა ღვინის სამშობლოში“ წარდგენა გაიმართება.

16:00 - ორგანიზაცია ,,ერთად ერთისთვის’’ ლისის ტბაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერ კამპანია გამართავს. კამპანია სახელწოდებით ,,იკითხე ორჯერ’’ ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს მიეძღვნება.
საკონტაქტო: მაია გოგოლაძე, 557146250

17:00 - მეღვინეობა შილდაში(კახეთი) საქართველოს სამეფო ოჯახის წევრი, პრინცი იოანე ბაგრატიონი სამეფო ღვინის ახალ ბრენდს „პრინცი იოანე ბაგრატიონს“ წარადგენს.

20:00 - მოძრაობის თეატრში (მუშტაიდის პარკი), ქართულ-ამერიკული სპექტაკლის პრემიერა, „თამადამანჰეტენზე“ გაიმართება.
საკონტაქტო: მარიამ ონეზაშვილი 995 599 18 07 44