უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

12 ნოემბერი, 2019 10:25
font-size

ანონსი - 12.11.19

11:00 - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სააპელაციო სასამართლოს შენობის წინ ბრიფინგს გამართავს.

მის: გრიგოლ რობაქიძის გამზირი 7ა
საკონტაქტო პირი: თამარ კაციტაძე 599437403

11:00 - დეკანოზი გიორგი რაზმაძე და და ტაძრის მგალობელი „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.
თემა: ლევან აკინის ფილმი - „და ჩვენ ვიცეკვეთ“, სადაც მგალობელს ერთ-ერთ სცენარში სიმღერა „წინწყარო“ მოტყუებით შეასრულებინეს და უთხრეს, რომ ფილმი ტრადიციულ, ქალ-ვაჟის სიყვარულის ისტორიაზე იყო.
მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:00 - საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) მართავს ანგარიშის პრეზენტაციას, რომელიც მიმოიხილავს სტრატეგიულ კომუნიკაციებს პოლიტიკური კრიზისების მართვის კონტექსტში და ხაზს უსვამს, ეროვნული მედეგობის მნიშვნელობას, როგორც ადგილობრივ ასევე საგარეო გამოწვევებთან საბრძოლველად. ღონისძიებას გახსნის ლიეტუვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი.

11:30 - დეკანოზი ანდრია სარია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები და სკანდალური განცხადებები. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის მოთხოვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

12:00 - ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება.

12:00 - პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

14:00 - ევროპასთან ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების მიერ შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის ზეპირი მოსმენა გაიმართება თემაზე:“სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სათათბირო ოთახი N418 (C კორპუსი, IV სართული)

16:00 - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) სასტუმრო „ჰოლიდეი ნში“ წევრ კომპანიებთან შეხვედრას გამართავს.
თემა: შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებები.
საკონტაქტო: ნუცა შავლაძე 599 228020

16:00 - სასტუმრო “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ სოციალურ პარტნიორებს - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებს შორის შრომითი საკითხებისა და მხარეების ინიციატივების შესახებ დისკუსია გაიმართება, რომლის მიზანი მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება და კონკრეტული შეთანხმებების მიღწევაა. შეხვედრას დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი წაუძღვებიან.
მის: თელავის ქ. #20.
საკონტაქტო: ცირა იობაშვილი 598 544 415

19:00 - "ბრიმ თბილისში", კარდიოქირურგი, ევროპის კარდიოქირურგთა ასოციაციის წევრი - ლევან ქარაზანიშვილი გულისმიერ ჩივილებზე, პრევენციის გზებზე, გულის დაავადებების თავიდან არიდებასა და შუნტირებაზე ისაუბრებს. ღონისძიებაზე სერიის “ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისათვის“ წარდგენა გაიმართება.
მის: მ. აბდუშელიშვილის 12-14.
საკონტაქტო: 598 78 28 42

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`