უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

12 დეკემბერი, 2019 10:35
font-size

ანონსი - 12.12.19

11:30 - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარის თინა ხიდაშელის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებული კენჭისყრის შედეგები და საპროტესტო აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან.
სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჯარზე. ოპოზიციის და ხელისუფლების მოლაპარაკებები საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

12:00 - პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება
პლენარულ სხდომათა დარბაზი

12:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში რძლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ისე ამარიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.
12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი, სასულიერო პირები, “პედაგოგთა ასოციაციისა” და ახალგაზრდული ცენტრ “ზნეობის” წარმომადგენლები სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.
თემა: ესეების კონკურსი სკოლებში ლგბტ თემატიკაზე. განათლების სამინისტროსთან დაგეგმილი საპროტესტო აქცია.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

13:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე მორის მაჩალიკაშილისა და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

13:00 - შპს “ფაზის ოილი” და საკონსულტაციო კომპანია Deloitte & Touche ყულევის მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციას გამართავენ.
მის: სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“, Meeting Room Mtirala & Shino
14:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში ჭიდაობის ფედერაციის ბრალდებული პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

15:00 - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება და მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციასა და სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას გააცნობს.
მის: სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი” , თელავის #20
საკონტაქტო: მადინა გაგიევა - 599 079 478

15.00 - სასტუმრო „რუმსში“ პროექტის “რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისათვის“ პრეზენტაცია გაიმართება
ღონისძიების დამსწრეებს სიტყვით მიმართავენ EECMD - ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ცუცქირიძე, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) დირექტორი ნინო ევგენიძე.
მის: მერაბ კოსტავას N14

19:00 - სასტუმრო „ბილტმორში“ , ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora”-ს რიგით მეორე დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში აკრედიტირებული ელჩები, საერთაშორისო ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები.
საკონტაქტო: მაიკო ჩიტაშვილი 593 260 609

20:00 - ფრანგული გეშტალთ თერაპიიის ინსტიტუტის გახსნასთან დაკავშირებით, ფრანგული ინსტიტუტის დამააარსებელი ფრანგი ფსიქოთერაპევტი ჟან-მარი რობინი, საჯარო კონფერენციას თემაზე: "თანამედროვე გეშტალტ თერაპია - ინოვაცია ფსიქოთერაპიაში" გამართავს.
მის: სასტუმრო „იოტა“.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`