უახლესი ამბები
- 27.05.2022 18:38პრემიერი ოპოზიციას - ჩვენ რომ ორი თვის წინ ეს სისულელე გაგვეკეთებინა, თქვენთვის დაგვეჯერებინა და დაგვეწესებინა ეროვნული დონის ეკონომიკური სანქციები რუსეთზე, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს, თუ გაქვთ ამაზე წარმოდგენა და პასუხი, მოქალაქეებისთვის?
- 27.05.2022 18:30ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და უკრაინელი ხალხისადმი, რასაც ადასტურებს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში - ირაკლი ღარიბაშვილი
არქივი
ანონსები


ანონსი - 13 მაისი
10:00 საათზე, ყოფილი აბრეშუმის ქარხანაში, ასოციაციის „ბუნებრივი ღვინო" ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბუნებრივი ღვინის რიგით მესამე ფესტივალი - „ZERO COMPROMISE" გაიმართება.
მის: თბილისი, ყოფილი აბრეშუმის ქარხანა, მერაბ კოსტავას ქ. #57
საკონტაქტო: იაგო ბიტარიშვილი – 593 35 24 26; ნინი ჩხეიძე - 577 74 64 39
11:45 საათზე, თბილისში ქართველი შინდლერების მემორიალი გაიხსნება.
მის: ვარკეთილი, სესილია თაყაიშვილის ქუჩა, (პოლიციის სამმართველოს მიმდებარედ).
საკონტაქტო: 591 20 69 00, 555 49 96 11.
12:00 საათზე, ქუთაისში, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, ევროინტეგრაციის ჭრილში სტუდენტებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
მის: ქუთაისის დრამატული თეატრის შენობა.
13:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი კახა ძაგანია და ამავე ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ნანა მამალაძე პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: "მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს საკანონმდებლო სივრციდან საბჭოთა ტერმინოლოგიის ამოღების შესახებ."
მის: კოსტავას ქ.47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24, 579 95 76 65
19:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „ლე მერიდიენში“ რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტთა კავშირის ეგიდით ღონისძიება გაიმართება.
მის: ე.ნინოშვილისა და ს. ჟღენტის ქუჩების კვეთა.