უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

13 ივლისი, 2018 10:00
font-size

ანონსი 13.07.18

10:00 - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

10:00 - თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.
ჟ.შარტავას ქ. N7, თბილისის მერია

10:00 - "ფაბრიკაში" გაიმართება კონფერენცია „საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდამჭერი კამპანია: როგორ დავძლიოთ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები".
ეგნატე ნინოშვილის ქ. #8
საკონტაქტო პირი თამარ ბოჭორიშვილი - 598 74 35 12

10:00 - პარლამენტის აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

11:00 - პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

11:00- პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი

11:00 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით, ევროკავშირის ტვინინგის (TWINNING) პროექტისადმი მიძღვნილი კონფერენცია - ,,სატრანზიტო სფეროში ევროკავშირის კონვენციებთან საქართველოს მიერთებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ამოქმედების მხარდაჭერა“ გაიხსნება.
ინოვაციების ქ. # 7, ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზი

12:00 - მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ნატო-ს სამიტი.
ა. წერეთლის გამზ. #99, მე-3 სადარბაზო, I სართული, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12:00 - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში, კომპანია „m2 უძრავი ქონების“ მხარდაჭერით, „ვაჟა-ფშაველას სამკითხველო დარბაზი და ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი სარეგისტრაციო სივრცე გაიხსნება.

12:00 - თელავში, სასტუმროში „ძველი თელავი“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ჩოლოყაშვილის ქ. #1
საკონტაქტო პირი მარტა ქარუმიძე - 599 58 56 88

12:00 - საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი.

13:00 - საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი.

13:00 - მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი დავით გირგვლიანი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები.
ა. წერეთლის #99, მე-3 სადარბაზო, I სართული, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

14:00 - საპარლამენტო უმცირესობის სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი

15:00 - „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგის შუალედურ შედეგებს წარადგენს.
აკაკი გახოკიძის ქ. #11ა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

15:00 - სასტუმრო „რუმსში“ არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, სიდა და DVV International წარმოადგენენ კვლევის შედეგებს, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების პროფესიული განათლებისა და დასაქმების პროგრამების ეფექტიანობას ეხება.
საკონტაქტო პირები: ეთუნა ცოტნიაშვილი - 599 512 215, ნათია მსხილაძე - 591 051905

15:30 - საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩატარდება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი.

15:30 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა ევროკომისართან ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში, ქრისტოს სტილიანიდისთან .
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

16:00 - სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ მაკა ასათიანისა და მისი ადვოკატის გიორგი გვენეტაძის საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება.
საკონტაქტო პირი მარიამ მინაძე - 558423554

17:00 - პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩატარდება.
ბიუროს სხდომათა დარბაზი

19:00 - მწერალთა სახლში, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გამართავს მანანა მენაბდის მიერ თარგმნილი დანიილ ხარმსის კრებულის „შენ ფანჯარაში დამინახავ“ პრეზენტაციას.
საკონტაქტო ტელ.: 599 51 67 07

21:00 - თბილისის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ნინო ქათამაძისა და ჯგუფის „Insight” კონცერტი გაიმართება.
ვარკეთილი 3-ის, პირველი მ/რ, მედიათეკის მიმდებარე სკვერი

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან