უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

13 სექტემბერი, 2018 10:10
font-size

ანონსი 13.09.18

10:00 - სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოსა და ჩეხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება.

10:30 - ადვოკატები ტარიელ კაკაბაძე და ირაკლი ჩომახაშვილი ერთ-ერთ ხმაურიან საქმეთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში სკანდალურ განცხადებას გააკეთებენ და იმ მაღალჩინოსანსა და მოსამართლეს დაასახელებენ, რომლის ჩარევითაც ხმაურიან საქმეში გამართლებული ადამიანები ციხეში დააბრუნეს.
თემა: შარტავას ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულების საქმე, რომლებიც სასამართლომ გაამართლა, თუმცა, კონკრეტული მაღალჩინოსნის ჩარევით, ციხეში დააბრუნეს. კონკრეტული ფაქტები.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19

11:00 - სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იდიგოვი „მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სამედიცინო მარიხუანას ექსპორტი საქართველოდან და მუსლიმთა პროტესტი.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ექიმი- ნარკოლოგის, გვანცა ფირალიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: საქართველოში მარიხუანას მოყვანა-წარმოების საკითხი; როგორ გამოიყენება მარიხუანა მედიცინაში; როგორ მოქმედებს მარიხუანა ადამიანის ჯანმრთლობაზე.
მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება, შსს-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით.
წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:00 - სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
თბილისი, სასტუმრო „ჰუალინგ თბილისი“

11:00- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე და ISFED-ის იურისტი ნინო რიჟამაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასების პირველი შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
ალ. ყაზბეგის #15, სასტუმრო Ramada Encore Tbilisi
საკონტაქტო პირი რევაზ ბარამიძე - 598 89 00 21

11:00 - სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“ თბილისის ატმოსფერული ჰაერის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავს.
საკონტაქტო პირები: ნინი მეტრეველი - 593 733 337; კახა მაღრაძე - 599 322 025

11:00- „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სასტუმროში “ქორთიარდ მარიოტი” დისკუსიას გამართავს.
თემა: საზოგადოებრივი აზრის კვლევასთან დაკავშირებული გამოწვევები.
თავისუფლების მოედანი #4

11:30 - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ექიმი მირიან წიკლაური, ერთადერთი დეპუტატი, ვინც უმრავლესობის სხდომაზე მარიხუანას ექსპორტის წინააღმდეგ წავიდა, “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: რა საკიხი დააყენა უმრავლესობის სხდომაზე, სადაც მარიხუანას ექსპორტი განიხილეს; რა პასუხი მიიღო ბიძინა ივანიშვილისგან და რატომ არ უნდა მოხდეს მარიხუანას წარმოება.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

12:00 - ტყის აღდგენის სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, თიბისი ბანკს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდება.
ორთაჭალა, გულუას ქ. #6 (გარემოს დაცვის სამინისტროს ყოფილი შენობა)

12:00 - თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.
შარტავას ქ. N7

12:00 - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

12:00- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და USAID REAP-ის მხარდაჭერით, ზუგდიდში, ადგილობრივ ბიზნესსუბიექტებთან შეხვედრა გაიმართება.
ზუგდიდი, კიკალიშვილის ქ. #6, სასტუმრო „იბერია პალასი“

12:00 - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

14:00 - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

14:00 - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N516

15:30 - , ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე, ანაკლიის პორტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

19:00- „თიბისი გალერეაში“ მხატვარ ნინო ბოსიკაშვილის ნამუშევრების გამოფენა “ალტერნატიული სამყარო (ხელოვნური ინტელექტის თემის განვრცობა)’’ გაიმართება.
მარჯანიშვილის ქ. #7

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`