უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

13 ნოემბერი, 2018 10:00
font-size

ანონსი 13.11.18

11:00 -ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ოჯახის მკვლელობისთვის ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: დანაშაულის ახალი მოტივი - რატომ შეიცვალა მოტივი; რა გამოიკვეთა საგამოძიები ექსპერიმენტით, რომელიც დაცვის მხარემ ხადას ხეობაში ჩაატარა.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებლის, საზოგადოებრივი მოძრაობა „თორმეტიანელები ღირსეული საქართველოსთვის“ ლიდერის მერაბ შათირიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: „ქართული ოცნების“ ე.წ. ძველი გვარდიის ჩართვა ამომრჩევლის მობილიზებისთვის კამპანიაში. შათირიშვილის მოწოდება ე.წ. ძველ გვარდიას.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ბიზნესგარემო საქართველოში. მიმდინარე პროცესები და პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:45 - პარლამენტის ბიუროს სხდომა
ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

12:00 - საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა ჩატარდება.
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

12:00 - ,,პრაიმტაიმის” პრესკლუბში ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გიორგი მამულაშვილი, თიკა მაისურაძე და ალექსანდრე ბუთხაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის მნიშვნელობა და მიზნები; მიმართვა პრემიერ-მინისტრს.

12:00 - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ლიდერები, არასამთავობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ჭავჭავაძის გამზ. #29
საკონტაქტო პირი: თამარ ჯინჭარაძე 551 66 25 25

13:00 - ამერიკის საელჩო გამოაცხადებს ელჩის კულტურული მემკვიდერეობის ფონდის გრანტით დაფინანსებულ მორიგ პროექტს უფლისციხეში.

15:00 - ქალაქ ქუთაისში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქუთაისის რეგიონულ ოფისში შეხვედრა გაიმართება, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ და სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ 2“.
ქუთაისი, რუსთაველის ქ. #124

15:30 - ევროპული ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით და USAID G4G პროექტთან თანამშრომლობით, გაიმართება დისკუსია შრომით სტანდარტებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
აფაქიძის ქ. # 11, სასტუმრო „ბესტ ვესტერნი“

17:00 - ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ასი ათასი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისის გადაიხდის.
საკონტაქტო პირი გვანცა ხულუზაური - 558 191319

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`