უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

13 ნოემბერი, 2019 10:00
font-size

ანონსი - 13.11.19

10:00 - სასტუმრო „თბილისი რუმსში“, ინტერნეტმმართველობის რიგით მეხუთე ფორუმი IGF 2019 გაიხსნება, რომლის მთავარი თემაც საქართველოს ინტერნეტსივრცის მთავარი გამოწვევები იქნება.

ფორუმს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე გახსნიან.
საკონტაქტო: 577 76 75 15

10:30 - სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ გამართავს დისკუსიას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოპოლიტიკის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
საკონტაქტოპირი: სალომე აჩბა, 593 73 75 03

11:30 - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

10:45 - საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „აზარტული და მომგებიანი თამაშები“.
B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ).

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ადვოკატი, ორგანიზაცია ,,ადვოკატები დემოკრატიისთვის“ თავმჯდომარე შალვა ხაჭაპურიძე და მისი კოლეგები პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: საგანგებო მიმართვა პარლამენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:00 - გურჯაანში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალების პრეზენტაცია გაიამართება.
მის: გურჯაანი, თამარ მეფის ქუჩა (იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე).

11:00 - საპატრიარქოს იურისტი და თაღლითობისთვის დაკავებული ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის - ირაკლი კაკულიას ინტერესების დამცველი ედიშერ ქარჩავა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:30 - „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

12:00 - პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული).

12:00 - „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ანალიტიკოს გია აბაშიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: კანონპროექტები პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით და პარლამენტში განვითარებული პროცესები. საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები და პოლიტიკური პარტიების ურთიერთბრალდებები. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

12:00 - მარნეულში, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედიკო მარგოშვილი ხელმოწერებს შეაგროვებენ პარლამენტის დროებითი საგამოძიებოს კომისიის შექმნის მოთხოვნით.
მის:მარნეული, რუსთაველის ქუჩა 72
საკონტაქტო: თეონა ჭალიძე 591051601

12:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში ვარკეთილში, მე-9 სართულიდან გადავარდნილი მოზარდის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით დაკავებული სრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაიმართება.

12:00 - ქუთაისში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება და ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაციას - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ გამართავს.
მის: ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თამარ მეფის ქ. N59
საკონტაქტო: ნინო ტალახაძე - 595 053605

12:20 - თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების 2

13:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების, მათ შორის ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.

14:00 - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი გამართავს ბრიფინგს თემაზე: საყოველთაო გამოკითხვა სამხედრო მიუმხრობლობის შესახებ, ქალაქ რუსთავის შედეგები.
ბრიფინგი გაიმართება ბიუროს ოთახთან, B კორპუსის მე-2 სართულის ფოიეში.
საკონტაქტო: ლელა გიორგაძე 591949545

17:00 - მეტეხის ხიდზე, 100 ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`