უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

13 დეკემბერი, 2018 10:00
font-size

ანონსი 13.12.18

10:00 - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ქუთაისი, დარბაზი N304

10:30 - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, შპს „პრიმა მედის“ და ფრანგული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioMerieux (ბიომერიო) ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით EUCAST მიგრაცია & დანერგვის სტრატეგია.
თბილისი, კახეთის გზატკეცილი 99
საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103, გიორგი გორგასლიძე 577 255 040

10:30 - სასტუმრო „ბეტსიში“ გაიმართება შეხვედრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 3 ივლისს მიღებული ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში რელიგიური ორგანიზაციების მიმართ არსებულ დისკრიმინაციას შეეხება.
თბილისი, მაყაშვილის 32/34
საკონტაქტო პირი: მარიამ ღავთაძე 577 719 777

11:00 - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისში სამხატვრო კონკურსის – „ოჯახი: ჩემი ხედვა“, გამარჯვებული ბავშვებისთვის და პედაგოგებისთვის მიღება და დაჯილდოება გაიმართება, რომელთაც მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი უმასპინძლებს. ხატვის კონკურსი „16-დღიანი აქტივიზმი ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად“ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.
კრწანისის 49, კრწანისის სამთავრობო რეზიდენცია.
საკონტაქტო: თამთა მეგრელიძე 598 74 03 03.

11:00 - სასტუმროში „რედისონი ბლუ ივერია“ ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და სამი არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუსი – საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის დასკვნით ანგარიშებს წარადგენენ. ღონისძიებას გახსნიან კარლო ნატალე - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე და მუნხტუია ალთანგერელი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში.

11:00 - „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: 2019 წლიდან ტექდათვალიერების სავალდებულოება ყველა ტრანსპორტისთვის - რა მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში; რამდენი ტექნიკურად გამართული ცენტრი გვაქვს; რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ცენტრები; რჩება თუ არა ისევ კორუფციის მექანიზმები და მონოპოლია ბაზარზე.
მიხეილ ჭიაურელის 19,(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:00 - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, დარბაზი N301

11:00 - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, დარბაზი N307

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში “დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის გიორგი ახვლედიანის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ და პარტიის პოზიცია; უცხოელებზე მიწების გასხვისების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - შეუერთდება, თუ არა პარტია საკონსტიტუციოს გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას. მიმდინარე პროცესები.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის ყოფილი დეპუტატის კობა დავითაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: კობა დავითაშვილის პოლიტიკური გეგმები. საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება.
უცხოელებზე მიწების გასხვისების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. მიმდინარე პროცესები.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12:00 - „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისში, 17 დეკემბერს დაგეგმილი ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების შესახებ „საქართველოს ბანკისა“ და Welcome to Georgia! -ს ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
გაგარინის 29ა, შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან.

12:00 - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „ახალი ქართული პიესა 2018“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი მანანა ანთაძე გაუძღვებიან.
სანაპიროს 4

12:00 - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და „ანაკლია სითი“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებლობის პირველი წლის შემაჯამებელ პრეზენტაციას გამართავენ.
26 მაისის მოედანი. სასტუმრო „Holiday Inn”

12:00 - საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

13:30 - სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი“ გამართავს პროექტის „საქართველოს ევროპული პერსპექტივის გახსნა“, შემაჯამებელ კონფერენციას, რომელზეც მისასალმებელი სიტყვით წარსდგებიან ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გეგეშიძე, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი“ სამხრეთ კავკასიას დირექტორი ფელიქს ჰეტი.

15:00 - საინიციატივო ჯგუფი გამართავს შეხვედრას, რომელზეც საქართველოში შეუწყნარებლობის თვალსაზრისით არსებული გარემოებები და გამოწვევები განიხილება.
„ფაბრიკა“ (მწვანე ოთახი).

15:00 - სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ანალიტიკური ცენტრი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით წარმოადგენს კვლევას - ენერგეტიკული სიღარიბე და მოწყვლადი მომხმარებლები საქართველოში.
საკონტაქტო: 593 53 11 84; 210 24 52

16:00 - ზუგდიდის ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.
საკონტაქტო პირი: სალომე არშბა 599 71 21 31

18:30 - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ელის დოჯსონის მეორე, სათავგადასავლო რომანის „დომენიკა და საიდუმლო ქალაქი Z“ -ის წარდგენა გაიმართება.
ლ. გუდიაშვილის #7
მობ: 558 15 15 83

19:00 - სასტუმროში „ბილტმორი“ „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2018’’ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდერსტრომი; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და სხვა პირები დაესწრებიან.
საკონტაქტო პირი სალომე თოფურიძე - 599 326 555

19:00 - ბათუმში, სასტუმროში „ჰილტონი“, ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის შემაჯამებელი გალა ღონისძიება გაიმართება.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`