უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

13 დეკემბერი, 2019 10:40
font-size

ანონსი - 13.12.19

11:00 - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი, N515.

11:00 - თბილისის საკრებულოს ინიციატივითა და „თი ბი სი“ ბანკის მხარდაჭერით, ვარკეთილში გამწვანების აქცია გაიმართება.
მის: ვარკეთილი , ალექსიძის ქუჩა (პოლიციის შენობასთან)
საკონტაქტო პირი: თამუნა ხომერიკი - 595 09 31 43

11:00 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე თემურ კობიძე „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
თემა: საქართველოს პარლამენტში ხსნარის "ACD ფრაქცია 2" გამოყენება.
მის: ლარსის ქუჩა #2 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)
საკონტაქტო: ეკა გულუა -599726565

11:30 - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, დავით ლორთქიფანიძე განცხადებას გააკეთებს.
თემა: ოპოზიციის მოწინააღმდეგეების მიერ დადგმული კარავი პარლამენტთან და მათი სამომავლო გეგმები - იქნება, თუ არა კონტრაქციები.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

12:00 - პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია საგანგებო ბრიფინგს გამართავს თემა: მოსამართლეთა არჩევის გამო შექმნილი ვითარებიდან შესაძლო გამოსავალი.
საქართველოს პარლამენტი, ბიუროს ოთახის წინ (B კორპუსი, II სართული).

12:00 - ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონის 21-ე და 22-ე კორპუსის მოსახლეობა ანა დოლიძესთან ერთად თბილისის მერიასთან გამართავს აქციას - გადავარჩინოთ „ანას ბაღი“.
მის: ჟიული შარტავას ქ. 7
საკონტაქტო: 599 437 403

12:00 - პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი.

12:00 - საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.
მის: მაჩაბლის №11

12:00 - სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში მსოფლიოს უმსხვილესი მუსიკალური გამომცემლობა SONY/ATV-ის წარმომადგენელი ანნა ლასკოვსკა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: SONY/ATV-ის მიერ საქართველოს ბაზარზე პირდაპირ შემოსვლა და საავტორო უფლებათა ასოციაციასთან თანამშრომლობა.
საკონტაქტო: სალომე ბენაშვილი-577 110 571

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია „შევინარჩუნოთ სიცოცხლის“ ახალგაზრდული ფრთის დამფუძნებელი ლიკა გამრეკელი განცხადებას გააკეთებს.
თემა: ოპოზიციის მოწინააღმდეგეების მიერ დადგმული კარავი პარლამენტთან და მათი სამომავლო გეგმები - იქნება, თუ არა კონტრაქციები.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო : 593 53 45 24

12:45 - „როსსია სეგოდნიას" საქართველოს წარმომადგენლობის პრესცენტრში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ მარია ზახაროვასთან ვიდეო პრესკონფერენცია გაიმართება.
მის: აღმაშენებლის გამზირი №61

13:00 - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე, კახა წიქარიშვილი და ახალგაზრდული მოძრაობა „ჩვენი ხმა“ უზენაეს სასამართლოსთან გამართავენ პერფორმანსს და მიმართავენ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
მის: ძმები ზუბალაშვილების 32
საკონტაქტო: 599 437 403
13:00 - თელავში სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება.
მის: თელავი, სასტუმრო „Holiday Inn Telavi", (შოთა რუსთაველის ქ. №2) საკონტაქტო: ლალი გალუმაშვილი - 595 05 57 50

13:30 - კონფერენცია თემაზე: „დიალოგი - განათლება და ჯანდაცვა“ გაიმართება, რომლის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასა და სამედიცინო ორგანიზაციებს „ევექსსა“ და „პინეოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მის: სასტუმროში „რუმს ჰოტელ თბილისი“
საკონტაქტო: 591 05 05 24

14:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

14:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში „ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძისა და კიდევ რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

14:30 - სასტუმრო „Wyndham Grand“-ში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად" დახურვის ღონისძიება გაიმართება.
მის: გუდიაშვილის ქ. # 3.

15:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახა დამენიას და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

15:00 - პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი (C კორპუსი, III სართული).

15:00 - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ორგანიზებით, სასტუმრო “Rooms Hotel Tbilisi”-ის საკონფერენციო დარბაზში Garden Hall კონფერენცია „დიალოგი: განათლება და ჯანდაცვა“ გაიმართება .
კონფერენციაში, რომელიც პანელური დისკუსიის ფორმატში ეწყობა, მონაწილეობას მიიღებენ დარგის ქართველი და უცხოელი ექსპერტები.

16:00 - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.
მის: ბოჭორმის №12
18:00 - კინოთეატრ „ამირანში“ „მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი“ ოფიციალურად გაიხსნება.

18:00 - ღვინის ქარხნის საგამოფენო დარბაზში, მორაგბე მხატვართა და სკულპტორთა ნამუშევრების გამოფენა.
მის: ი.პეტრიაშვილის №1

18:30 - Stamba Books • სტამბის წიგნებში, „ტოპ თრილერის“ ახალი წიგნის, გილიან ფლინის „ბასრი საგნების“ წარდგენა გაიმართება.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`