ანონსები
ანონსი - 14 მარტი
12:00 საათზე, "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: "სტუდენტები სტატუსის შეწყვეტის შესახებ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას რექტორთან ასაჩივრებენ".
მის: ტერმინალი, აბაშიძის 36
საკონტაქტო: ანა მარწყვიშვილი - 598 559 368
13:00 საათზე, სასულიერო პირები, დეკანოზები „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: “ნარკოდამოკიდებულება - ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ნარკოპოლიტიკა”.
მის: ერწოს ქ.N11
საკონტაქტო: 599 72 65 65
13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.
13:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
14:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებულ ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი გაიმართება.
15:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)


