უკან

ანონსები

14 თებერვალი, 2020 10:00
font-size

ანონსი - 14.02.20

10:15 -თბილისის საქალაქო სასამართლოში ბესიკ თამლიანისა და მასთან ერთად ბრალდებული სხვა პირების სასამართლო სხდომა გაიმართება.

10:30 - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.
პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი.

10:30 - ეკოლოგ-ექსპერტი ხათუნა ახალია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ეკოლოგია და ნარჩენებს გადამუშავება. ბიზნესის დაინტერესება ნარჩენების მოპოვება-გადამუშავების კუთხით.
მის: გალის ქ. #1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან)
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:00 - იურისტი ანა დოლიძე ფილოსოფიის დოქტორ ნათია ბახტაძესთან ერთად, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის F კორპუსის წინ ბრიფინგს გამართავს.
მის: ქაქუცა ჩოლოყაშვილის 3/5
საკონტაქტო: 599 437 403

11:30 - საქართველოს პარლამენტის წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
მის: გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან)
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი ანა ფუტკარაძე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
თემა: რა მდგომარეობაა თბილისში უსახლკაროთა უზრუნველყოფის საკითხებში და რა პრობლემები აჩვენა ორგანიზაციის შესწავლამ.
მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24; 599 291202

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ევროპარლამენტში, ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული განცხადების პროექტის ჩაგდება. რუსეთის დელეგაციის მოსალოდნელი ვიზიტი თბილისში. ევროპარლამენტარების ჩართულობა უგულავას საქმეზე.
მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

12:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში ბექა კვიციანის წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

13:00 - სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ ზოო ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან სხვადასხვა სახის ცხოველები, ფრინველები და ქვეწარმავლები.
მის: ცოტნე დადიანის 7

14:00 - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციების საექსპერტო საზოგადოება პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ქვეყნის პროდასავლური კურსის მხარდასაჭერად საერთო განცხადება გაკეთდება.
მის: კოსტავას 75ბ, (ყოფილი ტელეკომპანია „მზის“ შენობა)
საკონტაქტო: ნინო ხომერიკი 599 88 15 05

14:00 - საქართველოს პარლამენტში, პარტია სოციალ-დემოკრატების ორგანიზებით საქართველოს რეგიონული განვითარების შესახებ კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციის ძირითადი მომხსენებლები იქნებიან: პარტიის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი და პარტიის მრჩეველთა საბჭოს წევრი, აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნოდარ ძიძიკაშვილი.

14:45 - მთავრობის განკარგულების N164 „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ფარგლებში შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით სამაგიდო სწავლება ჩატარდება.
ღონისძიებას დაესწრებიან ჯანდაცვის მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და პირველი მოადგილე, ასევე სხვაა სამინისტროების წარმომადგენლები, საგანგებოს იტუაციების, გადაუდებელი დახმარების ცენტრის, ინფექციური შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი პირები და დარგის ექსპერტები.
მის: კახეთის გზატკეცილი #99
საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი - 595 956 103

19:00 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოში პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის WAPP-ის ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართება.
მის: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია.
საკონტაქტო: 595 53 55 77; 598 324 020;

19:00 - საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს გამართავს.
მის: გუდიაშვილის #7
საკონტაქტო: მაია ჩიხლაძე 577 747 444

20:00 - ილიაუნის თეატრში მე-10 საიუბილეო სეზონის მეორე პრემიერა გაიმართება.

20:00 - თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში ასოციაცია „ნაკვალევის“ ორგანიზებით, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება „ანხელესი და ქართველი მეგობრები“.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`