უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

14 ივნისი, 2018 10:00
font-size

ანონსი 14.06.18

10:30- მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე - 14 ივნისი.
წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3; სართული 1; ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 555 40 00 55

11:00 - აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე და აზერბაიჯანული საზოგადოების წარმომადგენლები მედიაცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.
თემა: მარნეულის ინციდენტი, კლანური დაპირისპირება და მოთხოვნა.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 ( ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 - საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენის - WinExpo Georgia '18 გაიხსნის ცერემონია გაიმართება.

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: რა პროცედურებს ითვალისწინებს ახალი პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება.
წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3; სართული 1; ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 555 40 00 55

11:30 - სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ავიაკომპანია Jazeera Airways-ის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

12:00 - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: საჯარო ბაგა-ბაღებში 2018-2019 სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაციის თარიღი.
ა. მიცკევიჩის ქ. N29ა, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო
საკონტაქტო პირი ნინო გულბათაშვილი - 595 169 163

12:00 - სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის დირექტორი ზაურ ხალილოვი მედიაცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში ბრიფინგს გამართავს.
თემა: მარნეულის ინციდენტი და არსებული რეალობა.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 ( ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

12:00 - “აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე“ ალი ბაბაევი მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მარნეულის ინციდენტი.
წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3; სართული 1; ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 555 40 00 55

14:00 - ადამიანის უფლებათა ცენტრი ანგარიშის - „მსჯავრდებული, ბრალდებული და დაზარალებული ქალების სასამართლო მონიტორინგი“ პრეზენტაციას გამართავს.
აკაკი გახოკიძის ქ. N11ა, 0 სართული, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზი

17.00 - პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართება.

17:00 - საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ჯურხა ნადირაძის არქეოლოგიური აღმოჩენების კატალოგის „მზით განათებული ათასწლეულები“ და ჯურხა და ელდარ ნადირაძეების საყმაწვილო ისტორიის წიგნის „დიდ საქმეთა პატარა ამბების“ წარდგენა გაიმართება.
ა. ფურცელაძის ქ. #1, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია

17:00 - დონაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკის და ყოველთვიური ჟურნალის „თქვენი სახის“ ეგიდით საინფორმაციო აქცია-კონცერტი გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად გაიმართება.
კომპლექსი თეთრი ტბა, გლდანის მერვე მიკრორაიონი.
საკონტაქტო ტელ.: 579 02 90 28. 599 47 47 61

18:00 - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ბირბიჩაძის ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება
თავისუფლების #2

19:00 - „თიბისი გალერეაში“ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ემიგრანტული კოლექციის გამოფენა - „ბრძოლა თუ შეგუება“ - გაიხსნება.

19:30 - 22:00 საათამდე წიგნის სახლი „ლიგამუსი“ მოწვეულ სტუმრებსა და ილიაუნის პროფესორებს უმასპინძლებს, რომელთა შორისაც არიან: დათო ტურაშვილი, პაატა ჩხეიძე, ლია ლორია, გიორგი მაისურაძე, ლაშა ბუღაძე.

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე