უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

14 ნოემბერი, 2018 10:00
font-size

ანონსი 14.11.18

11:00 - თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

ჟ. შარტავას ქ. N7

11:00 - სააპელაციო სასამართლოში სერგო თეთრაძის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.

11:00 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა შეუერთდება დიაბეტის მსოფლიო დღეს, სადაც კლინიკისთვის ტრადიციად ქცეული ღონისძიებები გაიმართება.
ლუბლიანას ქ. N21, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.

11:00 - ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მაშველები „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.
თემა: შინაური ცხოველებისთვის სარისკო სეზონი - გასათბობად ავტომანქანის ქვეშ შეფარებული კატები და ძაღლები, რომლებიც მძღოლების დაუდევრობით იჭყლიტებიან.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00- მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ბართლომეს პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესები. პოზიცია არჩევნების მეორე ტურისთვის.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:30 - მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: საგანგებო შტაბის გეგმები; საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის მობილიზებისთვის დაწყებული კამპანია.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:30- გაერთიანებული ოპოზიცია, "ძალა ერთობაშიას" წევრი, სერგო ჩიხლაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: კონკურენციის შეზღუდვა ფარმაცევტულ ბაზარზე. ფასების ზრდა მედიკამენტებზე.
ჭავჭავაძის #29
საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551 66 25 25

11:30 - უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
თემა: სამხედრო პირების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში და რეალური საფრთხე; ახალი პრეზიდენტი, როგორც მთავარსარდალი.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

13:00 - თბილისში, „სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში“, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდისა (IRZ) და გერმანიის ადვოკატთა ფედერალური ასოციაციის (BRAK) მხარდაჭერით, გერმანულ - ქართული სამართლის ფორუმი გაიმართება. ღონისძიებას გახსნის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი და ბრანდენბურგის რეგიონალური ადვოკატთა პალატის პრეზიდენტი დოქტორი ფრანკ ენგელმანი. ფორუმს ქართველ ექსპერტებთან ერთად გაუძღვება ბერლინის სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი, ანია თეშნერი.
საკონტაქტო პირი თორნიკე რაზმაძე - 558132241

13:00 - ცესკოს სხდომა გაიმართება.

13:00- სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრ მსხვილ ბიზნეს-ასოციაციებს შეხვდებიან.
საკონტაქტო ტელ.: 591650500

13.00 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯი გაიხსნება, რომელსაც თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, თსუ პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან.
უზნაძის ქ. #68, მე-4 სართული

17:00 - საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მე-10 ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება .
ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული
საკონტაქტო პირი ნათია გოგუაძე - 595 30 05 19

18:00- მწერლის სახლში გაიმართება საქართველოს მწერალთა კავშირისა და ბულგარეთის საელჩოს მიერ გამოცემული წიგნის ,,ქართულ–ბულგარული კულტურული ურთიერთობები“ პრეზენტაცია.
მაჩაბლის ქ. #13
საკონტაქტო ტელ.: 599 38 12 74

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`