უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

14 ნოემბერი, 2019 10:00
font-size

ანონსი - 14.11.19

10:00 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

10.00 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონში ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2019 გაიხსნება.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი.

10:00 - ევროპის საბჭოს HELP პროგრამის ფარგლებში, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის ახალი კურსის პრეზენტაცია გაიმართება. კურსი განკუთვნილია პროკურორებისთვის, მოსამართლეებისა და გამომძიებლებისთვის.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, კახაბერ საბანაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი გოგაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე და ვანო ბოლქვაძე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი.
მის: იუსტიციის უმაღლეს სკოლა, ნ. ბოხუას ქ. 19
საკონტაქტო: ნინო არდია, 599235522

10:30 - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, გამართავს პრესკონფერენციას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მიმდინარე საპარლამენტო განხილვების შესახებ.
მის: ''ღია საზოგადოების ფონდის'' ოფისი, ჭოველიძის 10.
საკონტაქტო : რევაზ ბარამიძე 598 89 00 21

11:00 - საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლელოს’’ ოფისში მამუკა ხაზარაძე, გუნდის წევრებთან ერთად, საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: პროპორციული საარჩევნო სისტემა.
მის: უზნაძის #4
საკონტაქტო: 577 40 37 34

11:00 - სასტუმრო „მუზეუმში“ საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლელოს’’ ინიციატივით გაიმართება კონფერენცია: “ეთიკური ციფრული კომუნიკაცია’’. კონფერენციაზე განხილული იქნება ქართულ საინფორმაციო გარემოში არსებული გამოწვევები და მათზე რეაგირების გზები.
მის: ვახტანგ ორბელიანის ქუჩა 8/10
საკონტაქტო: 577403734

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე განცხადებას გააკეთებს.
თემა: პასუხი მეუფე პეტრეს ბრალდებებზე.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე განცხადებას გააკეთებს.
თემა: სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

12:00 - პარლამენტის შენობის წინ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია განახლდება.

12:00 - პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება
პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული).

12:00 - საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, პრეზენტაცია „სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“ გაიმართება, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰერცელი და GIZ-ის პროგრამის დირექტორი კატია კამერერი გახსნიან.
საკონტაქტო: 591650500 სოფო მაქაცარია

12:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების, ილია გამგებლისა და დავით ქოქიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

14:00 - პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები ექსპერტებს შეხვდებიან.
თემა: , „თვითმმართველი ქალაქების გამწვანებული ტერიტორიებისთვის „მწვანე ხაზების“ სტატუსის მინიჭების შესახებ“ კანონპროექტის შემუშავება
საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

14:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ვარკეთილში მე-9 სართულიდან გადავარდნილი მოზარდის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით დაკავებული სრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაიმართება.

14:00 - თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში კამპანია „იცურე მშვიდად“ წარმოადგენს სამართლის დოქტორის, მაკა ნუცუბიძის კვლევას - „წყალში დახრჩობით გამოწვეული სიკვდილიანობის პრევენცია - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესი ქართულ კანონმდებლობაში“.
მის: აკაკი გახოკიძის 11 ა. 0 სართული, საკონფერენციო დარბაზი.

15:00 - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

15:00 - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია იურიდიული კვლევის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდება.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული).

15:15 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სან-ტომეს და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, თანამშრომლობისა და თემთა მინისტრს, ელსა მარია ნეტო დალვა ტეიხეირა დე ბაროს პინტოს შეხვდება
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

16:00 - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) პრეზიდენტს სოსო ფხაკაძეს და ასოციაციის წევრებს შეხვდება. შეხვედრის მთავარი საკითხი ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგია (SNA 2008) იქნება.
მის: საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), ლეონიძის ქ. 2
საკონტაქტო : მარიამ ყაველაშვილი 599 337133
17:00 - პარლამენტის წევრების, ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძის ინიციატივით, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს შეხვდებიან. თემა: „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი“
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული).

18:00 - სტრატეგია "აღმაშენებლის" ფარგლებში, მორიგი თემატური პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას თემის სპეციალისტები და ექსპერტები დაესწრებიან.
თემა:განათლების რეფორმის ქართული მოდელი
მის: „ქორთიარდ მარიოტი“ თავისუფლების მოედანი 4
საკონტაქტო: თამარა ჯინჭარაძე - 551662525

18:15 - თბილისის საკრებულოს შენობაში, საქართველოს დიაბეტის და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირის ორგანიზებით, დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
მის: თავისუფლების 2

19:00- სასტუმრო „მოქსიში“, გამომცემლობა „პალიტრა L”-ის პროექტ "ლურჯი ოკეანის" ახალი გამოცემების: რეიჩელ ჰოლისის „გონს მოეგე, დაო“ და სოფია ამორუზოს „როგორ გავხდი #Girlboss“ წარდგენა გაიმართება.
საკონტაქტო: მარიამ აბდუშელიშვილი, 598782842

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`