უკან

ანონსები

15 სექტემბერი, 2021 09:33
font-size

ანონსი - 15 სექტემბერი

11:00 საათზე, პარლამენტში "ლელოს" თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი და ათივე ოლქის მაჟორიტარობის კანიდიდატი ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრებს თბილისის მარშალის 9 - პუნქტიან გეგმას წარუდგენს.

საქართველოს პარლამენტი. A304

11:00 საათზე საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტთან LGBT პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოვა.

11:00 საათზე, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე და საარჩევნო სიის პირველი ნომერი ალექსანდრე რატიშვილი ბრიფინგს გამართავენ.

თემა: საბანკო სესხებზე რეფინანსირების განაკვეთის ზრდა

მის: წინამძღვრიშვილის 119

საკონტაქტო: 599 437403

11:00 საათზე, გავრცელებულ ფარული მიყურადების ფაილებთან დაკავშირებით, სადაც ერთ-ერთ (მკვლელობის) ეპიზოდში დიმიტრი ლორთქიფანიძე ფიგურირებს, პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე „მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებს.

მის: ერწოს ქუჩა 11 (მეტრო ღრმაღელესთან)

საკონტაქტო: 571 504631

11:30 საათზე კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” საერთაშორისო კონფერენციას ონლაინ ფორმატში, „ფეისბუქ“ გევრდზე https://www.facebook.com/MEDIACOALITION.GE გამართავს.

თემა: კოალიციის ინიციატივით, ქართველი და უცხოელი ექსპერტები იმსჯელებენ არჩევნების დროს მედიის უსაფრთხოებისაა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებზე.

12:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ზესტაფონში, (რუსთაველის ქუჩა ყოფილი პოლიკლინიკის შენობა) მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრებს გამართავს. ასევე 14:00 საათზე შეხვედრა გაიმართება ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩა №25-ში.

საკონტაქტო: ნინო ჯაჯანიძე - 577288358

13:00 საათზე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატ „ლეიბორისტული პარტიიდან“, ლაშა ჩხარტიშვილი ლისის ტბაზე (რესტორანთან) საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 597 001 923

13:00 საათზე, "ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან საპროტესტო აქციას - "ნუ გვისმენთ" გამართავს.

მის: ვაჟა ფშაველას ქ, №72

13:00 საათზე, ფოთში "ლელო" მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს. წარდგენას დაესწრება "ლელოს" ერთ ერთი ლიდერი ლევან სამუშია.

მის: ფოთი, ლაგრანჟეს ქ. #6 ( თეატრის უკან)

15:00 საათზე, "ლელოს" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე და კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თაზო დათუნაშვილი საოლქო საარჩევნო კომისიასთან გამართავენ ბრიფინგის თემაზე - ელექტრონული არჩევნების სატესტო მოდელი და არჩევნების გაყალბების რისკები.

მის: ორთაჭალა. გორგასლის ქ. 4ა. საკონტაქტო: 577624445

18:00 საათზე, კანცელარიასთან აქცია გაიმართება, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლებენ.

თემა: "არა იძულებით ვაქცინაციას და კოვიდ–ტერორს"; "ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ დატოვონ საკოორდინაციო საბჭო"; "პარლამენტმა დაიწყოს პროცედურები ნინო ლომჯარიას თანამდებობიდან გადასაყენებლად"

საკონტაქტო: 599290013

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი