უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

15 იანვარი, 2020 10:00
font-size

ანონსი - 15.01.20

10:30 - თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მორიგ განცხადებას გააკეთებს.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი #64.
საკონტაქტო: 577403734

11:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.
მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი #64.
საკონტაქტო: 577403734

11:00 - ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური მდივნის მოადგილე გური მენაბდიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: გავრცელებული ინფორმაცია, ბაზარზე ახალი ნარკოტიკული საშუალების გავრცელებასთან დაკავშირებით და ამ კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება.
მის: გალის ქ. #1
საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია განცხადებას გააკეთებს.
თემა: ოკუპირებულ აფხაზეთში განვითრებული მოვლენები. სერგეი შამბას განცხადება ქართულ მხარესთან დიალოგის შესახებ.
მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი. საკონტაქტო: 593 53 45 24

11:00 - თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის: ჟიული შარტავას N7

11:00 - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს და საქსტატის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
მის: ცოტნე დადიანის 30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

11:00 - ზუგდიდის ტექნო-პარკში სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) სამეგრელოს ტურიზმის სტრატეგია/სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას გამართავს.
მის: ქ. ზუგდიდი
საკონტაქტო: ედიშერ ბაღათურია - 555 658 686

11:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

11:00 - ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად, სოფელ ქვეშში ახლად გარემონტებული საჯარო სკოლა გაიხსნება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი და გორისა და ატენის მიტროპოლიტი, ანდრია გვაზავა.

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია გვაზავა განცხადებას გააკეთებს.
თემა: ოკუპირებულ აფხაზეთში განვითრებული მოვლენები. სერგეი შამბას განცხადება ქართულ მხარესთან დიალოგის შესახებ.
მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი. საკონტაქტო: 593 53 45 24

12:00 - 14:00 - საქალაქო სასამართლოში „ანას ბაღთან" აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესებს ლაშა ჩხარტიშვილი სოლიდარობის ნიშნად დაესწრება.
საკონტაქტო: 558-29-69-80 ლაშა ჩხარტიშვილი

14:00 - თავისუფლების მოედანზე, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ავტომობილის გადაცემის ცერემონია გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, თბილისის მერი კახი კალაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
მის: თავისუფლების მოედანი, საკრებულოს შენობის წინ.
საკონტაქტო: 599 499 004 - თათია წერეთელი

20:00 - სასტუმრო „ბილტმორში“ არაოლიმპიურ სახეობებში 2019 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან: მთავრობის, მერიის, დიპლომატიური კორპუსის, სპორტული ფედერაციების, სპორტის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`