უკან

ანონსები

15 მარტი, 2019 10:00
font-size

ანონსი 15.03.19

10:00-14:00 - სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, მერების შეთანხმების ხელმომწერი საქართველოს თვითმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მერების, ეროვნული და ტერიტორიული კოორდინატორების, შეთანხმების მხადამჭერების პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

თბილისი, თავისუფლების მოედანი #4.
საკონტაქტო ტელ: 599 54 87 82

11:00 - თბილისის საკრებულოში თბილისის მერი კახა კალაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.

11:00 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
თემა: ოკუპანტების მორიგი მსხვერპლი - რას შეეწირა 29 წლის ირაკლი კვარაცხელია.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:00 - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესისა და კრიტერიუმების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში, დეპუტატები ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ როს უილსონთან, ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდსა და პოლიტიკური სექციის ხელმძღვანელ ლიზ ზენტოსთან შეხვედრას გამართავენ.

11:00 - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
საკონტაქტო ტელ: (+995 32) 228-15-13

11:00 - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)
საკონტაქტო ტელ: (+99532) 228-13-50

11:00 - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდება.
საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

11:00 - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე , ირაკლი სესიაშვილი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: დღეს საკრებულო გენგეგმას ამტკიცებს - რა შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემის მიმართულებით და რა სატრანსპორტო დერეფნები შეიქმნება თბილისში. რა ეტაპზეა „სისტრას“ კვლევა. საათობრივ-ზონალური პარკირების სისტემა. ტაქსების რეფორმა.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:00 - მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ საერთო საჯარისო ცენტრის მანევრის სკოლის ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართება. კურსის დასრულებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მიულოცავენ.
ღონისძიების გაშუქების მსურველი მედიის წარმომადგენლები მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ 10:30 საათზე უნდა გამოცხადდნენ.
საკონტაქტო პირი: გიორგი კაჭარავა 577 39 39 13.

11:00 - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა საერთაშორისო სამშენებლო და ადგილობრივ კომპანიებს 2019 წელს დაგეგმილ ტენდერებს და პროექტებს გააცნობს.
სასტუმრო ,,რესპუბლიკა“ (რესპუბლიკის მოედანი #6, თბილისი)

11:00- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებისთან დაკავშირებულ შიდა აუდიტის მოკვლევის შედეგებს წარადგენს.
ჯანდაცვის სამინისტრო - წერეთლის 144
ტელ:სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

11:30 - წამების, ძალადობისა და მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრ „ემპათიას“ დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი და ექსპერტი, რომელმაც ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზა ჩაატარა, „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.
თემა: აფხაზეთში გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზის პირველადი შედეგები და საეჭვო დეტალები.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:30 - თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის წევრები" ბრიფინგს გამართავენ.
თემა: თბილისის განვითარების გენერალური გეგმა.

12:00- მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე განცხადებას გააკეთებს.
თემა: ბრიტანელი გამომძიებლები საქართველოში და „საქართველოს ბანკთან“ დაკავშირებული გამოძიება.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12:00 - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გუნდი სასტუმრო „რედისონში“ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება და გააცნობს ინფორმაციას ჩატარებული სამუშაოების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
ვარდების მოედანი N1

12:00 - გორში, წისქვილკომბინატ "კარემენთან" (შინდისის გზატკეცილი 25) აქცია გაიმართება, რომელსაც პროფკავშირების გაერთიანება შეუერთდება.

12:00 - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, გარემოს დაცვის , სატრანსპორტო საკითხთა, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სარევიზიო კომისიების გაერთიანებული სხდომა.

14:00 - თბილისის ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“-სა და ფშავის თემს შორის ხელი მოეწერება ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების ხელშეკრულებას. ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა და პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი. ხელშეკრულებას ხელს მოაწერს ავთანდილ კასრაძე - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე.
ოქროყანა, ინოვაციების ქ.

16:00 - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
თემა : დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება
თავისუფლების 2

16:00 - თბილისის მერიასთან, ტაქსის მძღოლები, „სასიგნალო“ ავტო-აქციას „ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით გამართავენ. აქცია-მანიფესტაციის დასაწყისში, ავტოკოლონა სიგნალებითა და პლაკატებით სააკაძის მოედანზე წრიულად იმოძრავებს, ხოლო შემდგომში, მისი მონაწილენი მერიის შესასვლელთან გადაინაცვლებენ.
საკონტაქტო პირი: ლაშა ჩხარტიშვილი
საკონტაქტო ტელ: 558 29 69 80

16:30 - 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადააასვენებენ. 19:00 საათზე კი სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება, რომელსაც მინისტრთა კაბინეტი დაესწრება.
აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კმ.
საკონტაქტო პირი: 577 11 05 56 დათო კაკულია; 598 15 65 73 თაკო მათეშვილი

15:00 - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე და ცენტრის წარმომადგენლები ქ.გორის N3 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.
ქ. გორი, N3 საჯარო სკოლა (დ. ამილახვარის ქუჩა 26).

19:00 - ნევრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით, თურქეთის საელჩოს ორგანიზებით, თსუ-ს 1-ლი კორპუსის საკონცერტო დარბაზში ხალხური ცეკვების კონცერტი გაიმართება, რომელშიც თსუ-სა და ერზრუმის ათათურქის უნივერსიტეტის ფოლკლორული ცეკვის ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.

17:00 - „Gebruder Weiss”-ის ოფისში ახალი სერვისის პრეზენტაცია და ახალი ტერმინალის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება, რომელსაც საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ევროპის ქუჩა, 4.
საკონტაქტო პირი: ნინი მეტრეველი 593 733 337