უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

15 აპრილი, 2019 10:00
font-size

ანონსი 15.04.19

10:00 - აფხაზეთიდან დევნილთა საინიციატივო ჯგუფი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით და შუამდგომლობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე განიხილოს ლელა გულედანის კანდიდატურა.

თბილისი, ათონელის ქ. N25
საკონტაქტო: ლელა გულუა, 599115297

10:00 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტ ფეისალ ალ-ფაიეზს შეხვდება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

10:00 - APTOS-ის ბიზნეს ცენტრში საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აპარატის 2019 წლის პირველი კვარტლის საქმიანობის სტატისტიკას წარადგენს და აპარატში მიმართვიანობის ანალიზის მიხედვით, ბიზნესის ინტერესების დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ კრიტიკულ საკითხებზე მედია ინფორმაციას მიაწვდის.
APTOS-ის ბიზნეს ცენტრo (თბილისი, ვახტანგ ორბელიანის ქ.20/4)
საკონტაქტო: ელენე კერესელიძე 598 25 19-91

10:00 - აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან (ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ბულგარეთის ელჩებთან საქართველოში) შეხვედრას გამართავს.
თემა: „საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების გაცნობა“.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N331 (C კორპუსი, III სართული)

10 :00 - გაიმართება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია: „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ .
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“.
საკონტაქტო: 599 23 55 22

10:00 - ტექნოპარკში ახალგაზრდა ინოვატორთა კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება. დაჯილდოების პარალელურად ტექნოპარკში სემინარი თემაზე “გადასვლა იდეიდან წარმოებამდე, ინტუიციიდან ბიზნესზე” ჩატარდება.
ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი დაესწრებიან.
თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა # 7

10:30 - საქართველოს სახალხო დამცველი და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომდგენლობა ერთობლივ კონფერენციას გამართავენ გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის რატიფიკაციის მეხუთე 5 წლისთავთან დაკავშირებით.
სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“, თავისუფლების მოედანი N4, თბილისი

10:45 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტი ფეისალ ალ-ფაიეზი პრესისთვის ერთობლივი განცხადებას გააკეთებენ.
B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

11:00 - პარამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
საკონტაქტო: 228-15-21

11:00 - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.
ბოჭორმის ქ. #12
საკონტაქტო: ქეთი ლაცაბიძე - 555 22 30 04

11:00 - “საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა“ პროფკავშირების თავმჯდომარე და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პროფკომიტეტის თავმჯდომარე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.
თემა: ენერგეტიკოსები მასობრივი გამოსვლებისთვის ემზადებიან - 5-პუნქტიანი მოთხოვნა და პირობები.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:00 - „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ააიპ „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებელი გუგა ბესელია და ცენტრის დირექტორი ლევან დანელია პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ცენტრის კვლევა, რომლის თანახმადაც, მოზარდების 48% -ს ონლაინსამორინესთან აქვს შეხება. როგორ ახერხებენ მოზარდები კანონისთვის გვერდის ავლას და აზარტულ თამაშებში მონაწილეობას. რეკომენდაციები მშობლებს.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1 .
საკონტაქტო.: 593 53 45 24

11:00 - მოსწავლე-სტუდენტების მსვლელობა გაიმართება: „გაიფიცე გარემოსთვის“.
შეკრების ადგილი: მეტროსადგური „რუსთაველი“; ორგანიზატორები: „ახალგაზრდა მწვანეები“ და „ვინ’მე“.

11:30 - საია პროექტის - "ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა" - საბოლოო ანგარიშს წარადგენს.
"სასტუმრო მოქსი", ზაარბრიუკენის მოედანი.

11:30 - თურქეთის ციხეში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
თემა: თურქეთის ციხეში მყოფმა ე.წ. კანონიერმა ქურდმა შიმშილობა დაიწყო - მოთხოვნები თურქეთისა და საქართველოს რესპუბლიკებს.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:30 - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N518 (C კორპაუსი, V სართული)
საკონტაქტო: 228-16-44

12:00 - გორში, დამოუკიდებელი დეპუტატები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრას გამართავენ.
გორი, თამარ მეფის ქ. 76. სასტუმრო „ვიქტორია"

12:00 - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
საკონტაქტო: 228-15-13

12:00 - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
საკონტაქტო: 228-17-12

13:00 - დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.
ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)
საკონტაქტო: 228-17-55

13:00 - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი (C კორპუსი, Nოთახი 238)
საკონტაქთო: 228-15-03

14:30 - საქართველოს პარლამენტი წარადგენს 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმას, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში საპარლამენტო საქმიანობას განსაზღვრას. ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გახსნიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარ ირაკლი კობახიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა
სასტუმრო „თბილისი ქორთიარდი“ (თავისუფლების მოედანი N4)

15:00 - ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მუსიკოსი და კომპოზიტორი, ტონი მემელი თბილისში, სამედიცინო უნივერისიტეტში ბენდთან ერთად კონცერტს გამართავს.
ღონისძიებას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - ელიზაბეთ რუდი დაესწრება.
ვაჟა-ფშაველას 33, თსსუ-ის მე-3 სასწავლო კორპუსი, თეატრალური დარბაზი.
საკონტაქტო : თამუნა იაკობაძე, 557 38 08 09

15.00 - ჭიათურაში, სიგულდის სკვერში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების („ევროპული საქართველო“, „თავისუფალი დემოკრატები“, “შენების მოძრაობა“) მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელი კანდიდატ დავით ჭუმბურიძეს წარადგენენ.
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია, 5 99 43 43 08

16:00 - პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
საკონტაქტო: 228-15-23

16:00- პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
საკონტაქტო: 228-15-12
17:00 - საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია „ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP)“ სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდება
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

18:00 - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

18:00 - აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)
საკონტაქტო: 228-15-01

18:30 - მწერალთა სახლში გაიმართება მუხრან მაჭავარიანის საიუბილეო საღამო, რომლის ფარგლებშიც გამომცემლობა „არტანუჯი“ წარმოადგენს ახალ გამოცემას – „მუხრანი - 90 ამბავი“.

19:00 - სოხუმის დრამატული თეატრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის ყოფილი თავმჯდომარის გენო კალანდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართება.
დიმიტრი უზნაძის 68
საკონტაქტო: ხათუნა მაჭავარიანი - 599139914

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019