უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

15 მაისი, 2019 10:00
font-size

ანონსი 15.05.19

10.00 - სასტუმრო თბილისი მარიოტში, ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის ორგანიზებითა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე: „140 წელი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებიდან - მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“. ღონისძიებას გახსნიან ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებლები, ზაზა ბიბილაშვილი და ნინო კალანდაძე. გამომსველებში იქნებიან გია ნოდია, გიორგი მშვენიერაძე, დავით პაიჭაძე და სხვები.

საკონტაქტო: მარიამ მაღულარია, 595 51 94 51

10:00 - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილი შეხვდება აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის გენერალურ მრჩეველს, პიტერ დევიდსონს.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

10:00 - პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს საპარლამენტო რეფორმასა და ახალ რეგლამენტს გააცნობს.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A307)

10:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: შუალედური არჩევნები მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ცხოველთა დაცვის ფედერაციის“ თავმჯდომარე, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონპროექტის სამუშაო ჯგუფის წევრი თემურ ლაჭყეპიანი განცხადებას გააკეთებს.
თემა: კანონპროექტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ - პუნქტები, რომლის დამტკიცების შემთხვევაში ცხოველთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:00 - მერიაში თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.
ჟ.შარტავას N7

11:00 - ბიძის მიერ მოკლული 13 წლის გოგიტა ირემაძის მშობლები და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.
თემა: გოგიტა ირემაძის მკვლელობის ხმაურიანი საქმე და მიმართვა მთავარ პროკურატურას, პოლიციის თანამშრომლებისა და ექიმების მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით. საქმის ახალი გარემოებები.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

11:00 - სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი პროექტს „ხელოვნება სკოლაში“ წარადგენს.
შოთა რუსთაველის გამზ. 3/10

12:30 - შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ორგანიზებით, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება შეხვედრა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან. ღონისძიებას დაესწრებიან შრომის პირობების ინსპექტირების დეპრატამენტის უფროსი ბექა ფერაძე, მერიის მუნიციპალურ ინსპექციის უფროსი გიორგი ბაგრატიონი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გრიგოლ კაკაურიძე და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.
თემა: სამშენებლო სექტორში უბედური შემთვევების გამომწვევი მიზეზები და საკანონმდებლო რეგულაციები შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.
ვარდების მოედანი N1
საკონტაქტო: სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

13:00 - საქართველოს პარლამენტის წევრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს, გიორგი ქობულიას შეხვდებიან.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

15 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინაშე წარადგენს 2018 წლის წლიურ ანგარიშს საქართველოში „მართლმსაჯულების მდგომარების შესახებ“.

15:00 - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე და ცენტრის წარმომადგენლები ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.
ქუთაისი, N1 საჯარო სკოლა (ცისფერყანწელთა ქ. N6)

15:30 - სასტუმრო „ბილტმორში“ ასოციაცია „ჰერა XXI”-ის ორგანიზებით კვლევის „უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობის ბარიერები“ პრეზენტაცია გაიმართება.
რუსთაველის გამზ. #29;
საკონტაქტო: ანა მიქაძე 574 80 88 06

16:30 - ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი ბოკერია შეხვდება სტუდენტური პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის წარმომადგენლებს
თემა: „საქართველოს ეკონომიკაში არსებული გამოწვევები“.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

17:00 - ქართული კინოს 111 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია მიღებას გამართავს, რომელსაც ქართული კინოს მსახიობები, რეჟისორები, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიების ფარგლებში, თბილისის სხვადასხვა ქუჩებს ქართული კინოს ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების სახელები მიენიჭებათ.
თავისუფლების #2

17:00 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოს „ხელოვნების ისტორია“ (ХVI-ХVII საუკუნეების ევროპა) პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის დირექტორი ნანა დოლიძე და თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი გიორგი გუგუშვილი გაუძღვებიან.
სანაპიროს 4

17:00 - საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, საქართველოს ფოსტისა და ევროპის ბიზნესასოციაციის ორგანიზებით, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება შეხვედრა თემაზე: „შრომითი დავების გადაწყვეტის დიზაინი ქართული ბიზნესისთვის“.

18.00 - საქართველოში პროდუქტ დიზაინის, როგორც სამრეწველო დიზაინის ერთ-ერთი მიმართულების ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით, Tbilisi Art Fair (TAF 2019)-ის ფარგლებში, საგალერეო დიზაინ-ობიექტების გამოფენა იხსნება, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 19 მაისამდე გასტანს.
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის MOMA (რუსთაველის გამზ. #27)