უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

15 ოქტომბერი, 2019 10:00
font-size

ანონსი - 15.10.19

10:00 - კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება "ახალი ურბანული ტოპოლოგიების ფორუმი" (NUT) ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

პაატა სააკაძის 1
საკონტაქტო: მარიამ მაღულარია, 595 51 94 51

10:30 -სახალხო დამცველი გამართავს საჯარო შეხვედრას: „განათლების მისაწვდომობა უსინათლო პირთათვის“.
სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, რუსთაველის გამზირი 13.

10:30 - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული).

10:30 - გერმანიაში მცხოვრები წარმატებული ემიგრანტი, ცნობილი მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
თემა: ძალადობა ქალებზე - როგორ დავიცვათ თავი მოძალადეებისგან და რა ვითარებაა ამ მხრივ გერმანიაში.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:00 - „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუა „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
თემა: საკეისრო კვეთის კატასტროფული მაჩვენებელი, ათასობით ლარით დაჯარიმებული კლინიკები, რომლებიც ჯარიმას ვერ იხდიან, ჯარიმას ეწირებიან და იხურებიან.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:00 - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

11:00 - თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

11:00 - დევნილთა პარტიის თავმჯდომარე, ლელა გულედანი ჯანდაცვის სამინისტროსთან, დევნილების აქციას შეუერთდება.თემა დევნილებთან ერთად სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება
აკ. წერეთლის გამზირი 14.
საკონტაქტო:: 555 480 515 მაკა ტოხიშვილი

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარის, გიორგი ბახტურიძის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: საკანონმდებლო პროექტი ელექტროსიგარეტებზე რეგულაციების შერბილებასთან დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტი განიხილავს. „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მოთხოვნა. ასაწონი თამბაქოს დაბეგვრის საკითხი.
კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო : 593 53 45 24

11:30 - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართება ქართულ-ესტონური საგზაო-სამშენებლო ფორუმი.
ლუბლიანას 13ბ, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ საკონფერენციო დარბაზი.
საკონტაქტო: თათა ქაფიანიძე ტელეფონი: 577400474

12:00 - პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

12:00 - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში, შედგება „რეფორმების ლაბის“(ექსპერტთა გაერთიანება) პირველი შეხვედრა ახალი საქართველოს ლიდერთან გიორგი ვაშაძესთან. „რეფორმების ლაბი“ ეს არის ექსპერტთა და დარგის სპეციალისტთა გაერთიანება, რომელიც შექმნილია ზეპოლიტიკური და ზეპარტიული დღის წესრიგის შესაქმნელად. დაგეგმილია ასევე , სხვა პროდასავლურ პარტიებთან შეხვედრა.
საკონტაქტო:599-88-15-05 ნინო ხომერიკი

13:00 - საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის, კობა ნარჩემაშვილი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდება.
თემა: „სტუდენტური პარლამენტის ჩართულობა ქვეყნის ახალგაზრდულ პოლიტიკაში“.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

13:00 - პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა მოქალაქე დერა გოდერძიშვილს იაფ მედიკამენტებს გადასცემს.
ვაჟა-ფშაველას VIკვ, კორპუსი 3, მე-2 სადარბაზო, მე-3 სართული, ბინა 37
საკონტაქტო: 599 21 41 04 კახა კუკავა

14:00 - ადვოკატთა ასოციაციის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.
თემა: ადვოკატ ნაირა ოტიაშვილის დაკავება და ბრალდება.
ზუბალაშვილების 11
საკონტაქტო: 558132241

14:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საკრებულოს თანამშრომლის , თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა განცხადებას გააკეთებს. თემა: თამთა თოდაძის დაცვის მხარე პროკურატურას ახალი შუამდგომლობებით მიმართავს. ილია ჯიშკარიანის განცხადებები.
კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

14:00 - სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და გაეროს ქალთა ორგანიზაცია აგროტურიზმში საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ კონსულტაციებს გამართავენ.
სასტუმრო „მოქსი“,ზაარბრიუკენის მოედანი

15:00 - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი საკანონმდებლო ინიციატივის და პეტიციის წარდგენის ელექტრონული გვერდის პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის წევრები.
შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

16:00 - თბილისის ზოოპარკში კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად და კლიმატისადმი მედეგი ურბანული განვითარების მხარდასაჭერად ახალგაზრდული ღონისძიება გაიმართება.
საკონტაქტო: სოფო ჭიჭინაძე 599 196907
18:00 - „სექტორი 3“ „კოსტაობა 2019“-ის ფარგლებში უმასპინძლებს შეხვედრას საქართველოში ოსური საზოგადოების, ჩრდილოეთ ოსეთიდან სტუმრების, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციისა წარმომადგენლების მონაწილეობით. ღონისძიებას დაესწრება სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ლია გიგაური.
მის: დიღომი, გიული ჭოხონელიძის ქ.5
საკონტაქტო: მარიამ ჯაფარიძე, 555 10 10 40

19:00 - "ერისიონის" დარბაზში ფონდი "ქართული გალობა" და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გამართავს წიგნის - "ჯემალ ჭკუასელი" - პრეზენტაციას. ავტორია ეთერ თათარაიძე. პრეზენტაციაში მონაწილეობენ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "ერისიონი" და გალობის უნივერსიტეტის გუნდი.
რუსთაველის 16.
საკონტაქტო: 555 47 16 96 ხატია მუსერიძე