უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

15 ნოემბერი, 2018 10:00
font-size

ანონსი 15.11.18

10:00 - სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებითა და „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენცია - „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი პრევენციისთვის“, გაიმართება.

10.00 - აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და საქართველოს მთავრობა წარმოადგენენ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ ფარგლებში მიღწეულ წარმატებას.
მერაბ კოსტავას ქ. #59

10:30 - სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველო-თურქეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ორი ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
საკონტაქტო პირი სოფიო მაქაცარია - 591650500

10:30 - ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციის (GDPR) ძირითადი მოთხოვნები და პრაქტიკის საკითზე სასაუბროდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
პირველი რესპუბლიკის მოედანი N1, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“
საკონტაქტო პირი ქეთევან ბოჯგუა - 577171733

10:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში თეატრმცოდნე დოდო ხურცილავას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: გრიგოლ ვაშაძის განცხადება თეატრების დაფინანსების შესახებ. პოზიცია არჩევნების მეორე ტურისთვის.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:00 - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი გორში, 480 დევნილ ოჯახს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობებს გადასცემენ.
გორი, გიორგი ანწუხელიძის ქ.N1
საკონტაქტო პირები: მარინა მათიაშვილი - 599181474; ნიკა ოქრიაშვილი - 595017165

11:00- საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქუთაისში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ქუთაისის სამედიცინო ცენტრს გახსნის.

11:00 -„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ემზარ კვიციანი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება.
საკონტაქტო პირი ქეთევან ლაცაბიძე - 555 22 30 04

11:00 - საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ქუთაისში გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის ახალ სამედიცინო ცენტრს გახსნიან.
ქუთაისი, კოტე მესხის ქ. #5ა

11:00 - სასტუმრო „რუმსში“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე საფეხმავლო ბილიკების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლის პრეზენტაციას გამართავს.

11.00 - მთვარისა ნავერიანი და მისი ინტერესეების დამცველი „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ და მთავარ პროკურატურაში საჩივარს შეიტანენ.
თემა: გამოძიების დაწყებიდან 6 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პროკურატურამ არ დაკითხა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და არ წაუყენა ბრალი მთვარისა ნავერიანზე განხორციელებული ძალადობის გამო.
გორგასლის ქ. #24 საქართველოს მთავარი პროკურატურა
საკონტაქტო ტელ.: 5 99 00 91 88

11:30 - ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის წევრის ბექა ოდიშარიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ყოფილი სამხედროების პოლიტიკური განცხადებები; ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ, არჩევნების მეორე ტური, მიმდინარე პროცესები .
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12:00 - ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სათავო ოფისთან სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
მ. კოსტავას 1 შესახვევი N33
საკონტაქტო ტელ.: 599 291202

12:00 - საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, დარგობრივი პროფკავშირული ორგანიზაციების ლიდერები სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.
თემა: ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარება, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით და არჩევნების მეორე ტური.

12:00 - KING DAVID რეზიდენციაში „სოციალური საწარმოების II B2B გამოფენა“ გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს კომპანიებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებას.
საკონტაქტო პირი კესო კუჭუხიძე - 598 916 916

14:00 - სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით, კვლევის პრეზენტაცია გაიმართება. თემა: "უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა".

15:00 - სასტუმრო „რუმსში“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) კვლევის პრეზენტაციას გამართავს.
თემა: უსაფრთხოების მზერის ქვეშ: ისტორია, რელიგია და პოლიტიკა პანკისის ხეობაში.
საკონტაქტო პირი ელენე ხარაზაშვილი - 577 29 10 03
მერაბ კოსტავას ქ. N14

15:00 - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ეგიდით „თიბისი ბანკის“ ცენტრალური ოფისის საგამოფენო დარბაზში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ ფინალური ეტაპი გაიმართება, სადაც კონკურსანტთა ნამუშევრები გამოიფინება და გრანპრის პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გამოვლინდებიან.
მარჯანიშვილის ქ. #7

19:00 - წიგნის მაღაზია „ბიბლუსი გალერეაში“ ორენოვანი ანთოლოგიის, „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ პრეზენტაცია გაიმართება.
კანდელაკის ქ. N7

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`