უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

16 აპრილი, 2018 10:40
font-size

ანონსი 16.04.18

10:00- „საზოგადოება და ბანკები“ გამართავს დისკუსიას, თემაზე - "განათლება და ეკონომიკური ზრდა", რომელსაც ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე წარუძღვება.

ჩოლოყაშვილის ქ. #3/5, ილიაუნის E კორპუსი, აუდიტორია N207, ვაკის პარკის წინ
საკონტაქტო პირები: თათია დიასამიძე - 579132033; ანა კვანჭილაშვილი - 577530220

10:30 - , საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49 (გამოფენის პირდაპირ, „საქართველოს ბანკის“ უკან)
საკონტაქტო ტელ.: 599726565

10:30- საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება. ბრიფინგს გამართავენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.
ინგოროყვას ქ. #7, მთავრობის ადმინისტრაცია, მე-3 სართული

11:00 - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.

11:00 - ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ნატო-ს დღეების დაწყებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
შალვა დადიანის ქ. #2/1, II სართული
საკონტაქტო პირები: ხათუნა საღინაძე- 599284000, მარიამ ჯაფარიძე - 555101040

11:00 - სოფელ ტანძიაში საიას თავმჯდომარე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.
თემა: ადგილობრივებსა და ოქროს მომპოვებელ კომპანიას "არემჯი გოლდს" შორის არსებული დაპირისპირება.

12:30- ფინანსთა მინისტრი კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდება.
გორგასლის ქ. #16

12:00 - „არტ მედია გრუპის“ ორგანიზებით, კომპოზიტორისა და მუსიკოსის, გორან ბრეგოვიჩისა და კომპოზიტორისა და დირიჟორის, ნიკოლოზ რაჭველის (ნიკა მემანიშვილი) ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
რუსთაველის გამზ. N29, სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“

12:00 - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

13:00 - თბილისის სააპელაციო სასამართლოში სალომე ტატიშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება. ტატიშვილის ოჯახის ინტერესებს საია იცავს.

14:00 - პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით საჯარო სტრუქტურის წარმომადგენლებს შეხვდება.
თბილისი, საქართველოს პარლამენტი, ოთახი N307 (A კორპუსი, III სართული)

15:00 - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)


16:00 - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის - “მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ ფარგლებში, კომიტეტის წევრები საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდებიან.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

18:00 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება.

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე