უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

16 აპრილი, 2019 10:00
font-size

ანონსი 16.04.19

10:00 - დიღმის ტყე-პარკში, ახმეტელისა და ლუბლიანას ქუჩების კვეთაზე, ტაქსის მძღოლები მედიისთვის საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

საკონტაქტო: ვალერი ქადაგიშვილი, 568 820 909

10:15 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, კონგრესმენი დევიდ პრაისი და კონგრესმენი ვერნ ბუჩმანი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

10:30 - საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდებიან.
ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

10:30 - ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
თემა: ბზის ხმობა; სოკოებისგან განადგურებული კოლხური ბზა და გამკაცრებული კონტროლი ბზის ჭრაზე - გაფრთხილება მოსახლეობას.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:00 - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

11.00 - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება გამოფენა - „ბურჯი ეროვნებისა“.
ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი.

11:00 - ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციის პროგრამის „კომპასის“ პრეზენტაცია გაიმართება.
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი თბილისი, ქავთარაძის ჩიხი 2
საქონტაქტო პირი: ანუკა წიკლაური 599 29-60-50

11:00 - სასტუმრო „იოტაში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „HUB Georgia” კვლევის პრეზენტაციას გამართავს.
კვლევა შეეხება სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტის - ხორბლის გადაზიდვის პოლიტიკას, მოწოდების ბაზრების დივერსიფიცირების საკითხებს და ჩრდილოვან ეკონომიკას, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს.
თბილისი, ლერმონტოვის N10
საკონტაქტო: მაია კაციტაძე 599808833; ლაშა ფარულავა 577148118

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ,,თავისუფალი დემოკრატების” ერთ- ერთი ლიდერის, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: მოსამართლეების შერჩევის საკითხი და პარლამენტში განვითარებული მოვლენები. ბიძინა ივანიშვილის განცხადებები მოსამართლეებზე. „დაიცავი საქართველოს“ გააქტიურება.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარის, მამუკა კაციტაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: მოსამართლეების შერჩევის საკითხი და პარლამენტში განვითარებული მოვლენები. ბიძინა ივანიშვილის განცხადებები მოსამართლეებზე. „დაიცავი საქართველოს“ გააქტიურება.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:30 - სამშენებლო კომპანია „ნიკარემსტროის“ დირექტორი მალხაზ ლომსაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
თემა: ბაღების სკანდალური საქმე - სარეაბილიტაციო სამუშაოები თიანეთის მუნიციპალიტეტში, გაყალბებული დოკუმენტები, ბიუჯეტში დაბრუნებული 130 000 ლარამდე და მიუხედავად თანხის არსებობისა, დღემდე შეუსრულებელი ვალდებულებები.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

12:00 - საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

12:00 - მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, (ენერგოომბუდსმენი) ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშს წარადგენს.
კოსტავას ქუჩა №14, სასტუმრო „სტამბა“;
საკონტაქტო: მარიამ შენგელია, 577 77 77 33

12:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე პირველი პროცესი ჩატარდება. პროცესამდე, 10:30 საათზე სასამართლოს ეზოში გაიმართება სოლიდარობის აქცია ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდასაჭერად.
საკონტაქტო: გიორგი მარჯანიშვილი - 555 430 046; ეკა ქობესაშვილი - 593 755 444


13:00 - საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი ბრიფინგს გამართავს.
ათონელის ქ. N 25. (შემოსვლა სანაპიროს მხრიდან)

14:00 - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი და თავმჯდომარის მოადგილეები აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდებიან.
ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

14:00 - საქართველოს ახალგაზრდა უფლებადამცველთა ორგანიზაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ბრიფინგს გამართავს.
საკონტაქტო: 593 757-837; 579-696-465

14:00 - საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები და თავმჯდომარის მოადგილეები აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდებიან.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

15:00 - ტელეკომპანია "იმედის" შესასვლელთან (ლუბლიანას ქუჩის მხრიდან) „მაუდის“ ყოფილი თანამშრომლები, „ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით, კარვების აქციასთან დაკავშირებულ აქცია-ბრიფინგს გამართავენ .
საკონტაქტო: ლაშა ჩხარტიშვილი 558 29 69 80

15:00 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის #214 აუდიტორიაში გაიმართება პროექტის - „პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა მოსწავლეებში“ შუალედური პრეზენტაცია, რომელსაც თბილისის მერიის განათლების სამსახურისა და ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი აზრის“ ხელმძღვანელების გარდა დაესწრებიან თსუ-ს აკადემიური და სტუდენტური თვითმმართველობის წარმოამდგენლები. პროექტი ითვალისწინებს პრეზენტაციებს და მცირე ექსკურსიას თსუ-ს მატერიალურ ტექნიკური რესურსის გასაცნობად.
ჭავჭავაძის I კორპუსი
საკონტაქტო პირი: მიშა დიაკონიძე - 577 55 15 05

15:30 - საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები და თავმჯდომარის მოადგილეები აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდებიან.
ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

15:30 - ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების თავმჯდომარეები და თავმჯდომარის მოადგილეები აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდებიან.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

16:00 - თავისუფალ თეატრში, „ლიბერთინსის“ ახალი გამოცემის - „ფინალის“ პრეზენტაცია და მინი სპექტაკლი გაიმართება.

17:00 - საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიხსნება ხელოვნების სტუდიის „პალიტრა“ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. გამოფენა ეძღვნება აღდგომის დღესასწაულს, დასწრება თავისუფალია.
ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.
საკონტაქტო: ნათია გოგოუაძე - 595 30 05 19

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019