უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

16 მაისი, 2018 10:00
font-size

ანონსი 16.05.18

10:00 - თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.
ჟ. შარტავას ქ. N7

11:00 - სასტუმრო „მოქსში“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და Google-უკრაინის პრეზიდენტი დიმიტრი შოლომკი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კორპორაცია Google-თან, youtube-ზე ახალ კამპანიას იწყებს.
ზაარბრუკენის მოედანი, სასტუმრო „მოქსი“

11:00 - ექიმი-ნარკოლოგი თათა ასათიანი, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ნარკოლოგიის პრობლემებზე ისაუბრებს.
აკაკი წერეთლის გამზ. N99, სართული 1, ბინა N49 (გამოფენის პირდაპირ, „საქართველოს ბანკის“ უკან)
საკონტაქტო ტელ.: 599508355

11:30 - კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში 23 მაისს სტრასბურგში ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე, "საქართველო, რუსეთის წინააღმდეგ", გააკეთებს ანალიზს და მოსალოდნელი მოვლენებზე ისაუბრებს.
აკაკი წერეთლის გამზ. N99, სართული 1, ბინა N49 (გამოფენის პირდაპირ, „საქართველოს ბანკის“ უკან)
საკონტაქტო ტელ.: 599508355

12:00 - რეჟისორი გოგა ხაინდრავა, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრებს.
აკაკი წერეთლის გამზ. N99, სართული 1, ბინა N49 (გამოფენის პირდაპირ, „საქართველოს ბანკის“ უკან)
საკონტაქტო ტელ.: 599508355

12:00 - საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

13:00 - გურჯაანში (ფურცელაძის ჩიხი) გაიხსნება და ამოქმედდება მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმოს “ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კავშირის“ - საცხობი („პურთა პური“).
საკონტაქტო ინფორმაცია: 577 29 10 74 ( ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი)

13:00 - გაიმართება ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი . თამარ მეფის ქ. N59

13:00 - კავკასიის უნივერსიტეტში ქალაქ თბილისის მერი, კახა კალაძე სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს.
საკონტაქტო პირი მარიამ მაღულარია - 595 51 94 51

13:30 - თელავში განახლებული ბატონის მუზეუმი გაიხსნება. ღონისძიებას რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი სარა მაიკლი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
თელავი, ერეკლე მეფის მოედანი #2 (ბანკ „ქართუს“ მხრიდან)


13:30 - გაიმართება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის - იუნისეფის განათლების რეგიონალურ მრჩეველთან, პარმოსივი სოობრაიანთან.
ქუთაისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N005

14:00 - ცესკო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას სარეფერენდუმო საკითხზე: "პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით".
საკონტაქტო პირი ზვიადი - 599 29 00 13

14:00 - "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი სოფელ ირგანჩაის მოსახელობასთან შეხვედრას გამართავს.
დმანისი, სოფელი ირგანჩაი

16:00 - "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი სოფელ ამამლოს მოსახელობასთან შეხვედრას გამართავს.
დმანისი, სოფელი ამამლო

16:30 - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ, ელიზაბეთ რუდთან შეხვედრა გაიმართება, რომელსაც უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და საბჭოს წევრები დაესწრებიან.
ბოჭორმის ქ. #12

19:00 - დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, გაიმართება წიგნის “საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ პრეზენტაცია სერიიდან „მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები".
დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. #11

19:00 - სასტუმრო “რუმსში“ გაიმართება შეხვედრა, რომლის მონაწილეებს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე და ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მიმართავენ.
თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. #14
საკონტაქტო პირები: მარიამ ქუჩულორია - 599 222626; ნონა ბაინდურაშვილი - 577 991910

19:45 - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გაიმართება “ეროვნული უსაფრთხოებისა და მედია კომუნიკაციების“ 2017-2018 წლის პროგრამის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება, რომელსაც თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი დაესწრება.
კოსტავას ქ. #75ბ, ყოფილი TV „მზის“ შენობა
საკონტაქტო პირი ნუკი დარასელია - 592 77 61 77

20:00 - საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე ქართულ-ევროპული რესტორანი „ქალაქის“ ოფიციალურ გახსნას დაესწრება.
კოსტავას ქ. #45 ბ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე