უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

16 მაისი, 2019 10:00
font-size

ანონსი 16.05.19

10:00 - სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, ევროპის ფონდის კვლევის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც უპასუხებს კითხვას, რამდენად სწორად იხარჯება საჯარო ფინანსები შშმ პირთა რეალური ინკლუზიისა და თანამონაწილეობისათვის.

10:00 - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO/DANIDA) ეგიდით სოციალური პარტნიორები კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისა და პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის CSR/RBC წახალისების შესახებ იმსჯელებენ.
ბელიაშვილის ქ. #106, მე-3 სართული, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი
საკონტაქტო : ცირა იობაშვილი 598 544 415

10:00 - პარლამენტოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ეუთო/ოდირის) წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

10:30 - თბილისის საქალაქო სასამართლოში, გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის საქმეზე წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

10:30 - საქართველოს პარლამენტში, საქართველოს მდგრადი განვითარების ასოციაციის, ,,ღია მმართველობის ხელშეწყობის პროგრამის’’ ფარგლებში, თამარ ჩუგოშვილი სტუდენტებს შეხვდება გაეროს მე-5 მიზანთან მიმართებით შერჩეულ თემაზე, რომელიც შეეხება გენდერულ თანასწორობასა და ამ საკითხის ირგვლივ არსებულ საკანონმდებლო საქმიანობას.
საკონტაქტო პირი: 557 49 47 24 ქრისტინე კიკალიშვილი
A კორპუსის კინოდარბაზი

11:00 - ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექციას ჩაატარებს : "საქართველო-შვედეთის ურთიერთობები, საქართველოს ევროპული მომავალი".

11:00 - სასტუმრო “ბილტმორში”, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს-ლიბანის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, საქართველო-ლიბანის ბიზნეს ფორუმი გაიმართება.
შოთა რუსთაველის გამზ.N29

11:00 - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართება
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

11:00 - სასტუმროში „HOLIDAY INN“ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და TAV GEORGIA-ს გენერალური მენეჯერი მეთე ერქალი.
თემა: 4 ივლისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია AIR MALTA იწყებს. ღონისძებას დაესწრებიან ავიაკომპანიის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში AIR MALTA-ს კომერციული წარმომადგენელი „ინტერკო თრეველ ჯგუფის“ ვიცე-თავმჯდომარე ზურაბ შარაშენიძე.

11:00 - "2020NEWS"-ის პრესკლუბში ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი და წამების მსხვერპლი წარმოადგენენ არაჰუმანური და სასტიკი მოპყრობის ფაქტებს.
პეკინის 34. ბიზნეს-ცენტრი „საბურთალო“ მესამე სართული.
საკონტაქტო: 514 33 49 49

11:00 - „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
თემა: 17 მაისი - ოჯახის სიწმინდია დღე, რა ფორმით ერთვება „ქართული მარში“ საპატრიარქოს ღონისძიებებში და რომელ ქუჩებს, რა ფორმით დაიკავებენ „მარშელები“.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარე დოდო გუგეშაშვილი და ფონდ „მოლოდინის“ წევრი ბელა ზალდასტანიშვილი განცხადებას გააკეთებენ.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.
საკონტაქტო.: 593 53 45 24

12:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებული 12 დირექტორის საქმეზე პროცესი გაიმართება.

13:00 - დეკანოზი გიორგი კიკვიძე, საქართველოს საპატრიარქოს სახელით, „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
თემა: 17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე და საპატრიარქოს ღონისძიებები და მოწოდება საქართველოს მოსახლეობას.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

13:00 - საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი კობა ნარჩემაშვილი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
თემა: „სტუდენტური პარლამენტის ჩართულობა ქვეყნის ახალგაზრდულ პოლიტაკში“.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

14:00 - საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მრგვალ მაგიდას გამართავს, რომელზეც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მოსაზრებებს განიხილავენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დემოკრატიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგან ფიცჯერალდი, საკანონმდებლო მხარდაჭერის ოფიცერი ანა-ლიზა შატელენი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, OSCE/ODIHR-ის ექსპერტი ანდრაშ შაიო და იურისტების საერთაშორისო კომისიის საპატიო წევრი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, კუებეკის ადამიანის უფლებათა ტრიბუნალის ყოფილი პრეზიდენტი (1990-2010), OSCE/ODIHR-ის ექსპერტი მიშელ რივე.
სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, შოთა რუსთაველის გამზირი N13

14:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში ექიმის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებაში ბრალდებული მსახიობის რეზი ნასიძის პროცესი გაიმართება.

15:00 - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კარდიოლოგებს შეხვდება და მედიკამენტებით უზრუნვეყოფის პროგრამის სიახლეებს გააცნობს.
ეროვნული სასწავლო ცენტრი - აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი (კლინიკა ლანცეტის გვერდით)
საკონტაქტი: სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

15:00 - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე და ცენტრის წარმომადგენლები, ბათუმის N1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.
ბათუმის, N1 საჯარო სკოლა (დ. თავდადებულის N47).

20:00 - კინო რუსთაველის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაიმართება საჯარო კინოჩვენება.
თემა: ერთად გავაპროტესტოთ კულტურული სივრცეების გასხვისება და მოვითხოვოთ მუნიციპალური კინოთეატრის დაარსება. დასწრება თავისუფალია.
კინო რუსთაველი.
საკონტაქტო : 555 25 29 60 თამარ ჯაყელი