უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

16 ოქტომბერი, 2018 10:00
font-size

ანონსი 16.10.18

10:30 - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება.

ბოჭორმის ქ. #12
საკონტაქტო პირი ქეთევან ლაცაბიძე - 555 22 30 04

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი, „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი, “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორი ირაკლი იზორია და ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებენ და პრემიერმინისტრს მიმართავენ.
წერეთლის გამზ. № 99, პირველი სართული, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:00 - თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: წლის ანგარიში - ცხოველთა თავშესაფარში არსებული მდგომარეობა, კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაციები, უპატრონო ან პატრონიანი შინაური ცხოველები, გაგუდული, დასახიჩრებული ან ნაწამები ცხოველები, სამაშველო ოპერაციები, რეაგირება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65

11:00 - ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალურ ინსპექციას წარადგენს.
საკონტაქტო პირი: ლანა ქარდავა 577157582.

11:00 - სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" ორგანიზებით, ფართო საზოგადოებრივი დისკუსია გაიმართება.
თემა: პროკურატურისა და სამართალდამცავ ორგანოთა რეფორმირება.
საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551 66 25 25

11:00 - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს პრესკლუბში საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
ქუთაისი, დუმბაძის ქ. #4
საკონტაქტო პირი ირაკლი ვაჩიბერაძე - 598 98 49 50

11:30 - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

12:00 - ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატი და ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი, ვინც ოჯახის ინტერესებს იცავს, “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: გავრცელებული ფარული ჩანაწერები და სარალიძის ოჯახის შემდგომი გეგმები.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65

12:00 -სახალხო დამცველი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც საზოგადოებას გააცნობს სარჩელს, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
დავით აღმაშენებლის გამზ. #150, სახალხო დამცველის ოფისი

12:00 - საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მცხეთის მოსახლეობას შეხვდება.
მცხეთა, სამხედროს ქ. N9, მცხეთის კულტურის სახლი

12:00 - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში ბიზნეს სექტორისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
თემა: სურსათის ეტიკეტირებისა და იმპორტის რეგულირების წესებში უახლოეს მომავალში საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები ამოქმედდება.
ა. ბელიაშვილის ქ. #106, მე-3 სართული.
საკონტაქტო პირი ცირა იობაშვილი - 598 544 415

13:00 - გაიმართება მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალთან „საჩუქარი 2018“ დაკავშირებული პრესკონფერენცია, რომელსაც გაუძღვებიან თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია; ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე; გენერალური მენეჯერი სოფო თორთლაძე; ნორვეგიის თეატრის დასი (THE KRAMPLE) და იტალიის საელჩოს წარმომადგენლები.
ზაარბრუკენის მოედანი, სასტუმრო „მოქსი“

14:00 - პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი სამოქალაქო და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლებს საპრეზიდენტო პროგრამას და პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზებს გააცნობს.
ალექსიძის ქ. #12, კინგ დავიდის ბიზნეს ცენტრი, მე-17 სართული

14:00 - საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კასპის კულტურის სახლში მოსახლეობას შეხვდება.
კასპი, კოსტავას ქ. N1

15:00 - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა ჩატარდება.
თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

15:00 - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

16:00 - სასტუმრო “ბილტმორში“ ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის ფარგლებში შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართება.

17:00 - ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის მონიტორინგის უწყებათაშორისი საბჭოს მეოთხე სხდომა ჩატარდება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

17:00 - რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი მარია ზახაროვა ქართული მედიის კითხვებს უპასუხებს. ზახაროვა ქართველ, მოლდოველ და ესტონელ ჟურნალისტებთან ვიდეო-პრესკონფერენციას გამართავს მოსკოვი -თბილისი -ტალინი -კიშინიოვი.
აღმაშენებლის გამზ. # 61, მე-5 სართული, ბლოკი C, Sputnik საქართველოს მულტიმედიური პრესცენტრი
საკონტაქტო ტელ.: 555908977

18:00 - სსიპ „ღვინის ეროვნულ სააგენტოში“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ისრაელის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტოს, „მაშავის“ 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებას უმასპინძლებს, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, შაბთაი ცური და „მაშავის“ ხელმძღვანელის მოადგილე იუვალ ფუქსი.
მარშალ გელოვანის #6 (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზო)

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`