უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

16 ოქტომბერი, 2019 10:00
font-size

ანონსი - 16.10.19

10:00 - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

11:00 - ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.
თემა: ადვოკატები მარიამ კუბლაშვილის წინააღმდეგ - მიმართვა ადვოკატთა ასოციაციას, რეაგირება მოახდინოს საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ინტერესების დამცველ მარიამ კუბლაშვილის ქმედებებზე.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:00 - სასტუმრო „შერატონში“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით „მსოფლიო სურსათის დღე“ აღინიშნება. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოში FAO-ს წარმომადგენელი რაიმუნდ იელე გახსნიან.

11:00 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა გაიხსნება, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ხსოვნას ეძღვნება.
ი. ჭავჭავაძის N1, თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული, მუზეუმი.

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საფინანსო საკითხების ექსპერტის, პროფესორ გიორგი ცუცქირიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ანაკლიის პორტის საკითხი - ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და მაია ცქიტიშვილის განცხადებები, ემუქრება თუ არა საფრთხე პროექტის განხორციელებას.
კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:30 - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: რა ვირუსები ცირკულირებს შემოდგომაზე და როგორია ავადობის მაჩვენებელი.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე). საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:30 - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.

12:00 - პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი.

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, საქართველოში ესპანური პროდუქტების შემომტანი ფირმა "ჰისპანიას" დამფუძნებელი და ადვოკატი სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ,,მომხმარებელი ჯი-ს’’ მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმადაც კომპანიის პროდუქცია შეიცავდა ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს. კომპანიის პასუხი ბრალდებებზე და ორი ლაბორატორიის ანალიზის შედეგები. „ჰისპანია“ დაინტრესებულია სამართლებრივი გზით გაარკვიოს, თუ როგორ მოხვდა ქიმიური დამანატები პროდუქტში . საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება.
კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

18:00 - სტრატეგია "აღმაშენებლის" ფარგლებში, მორიგი თემატური პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც დარგის სპეციალისტები დაესწრებიან.
თემა: ჯანდაცვის რეფორმა
„ივენთ ჰოლი“
საკონტაქტო: 551662525

19:30 - „სექტორი 3“ ლიდერთა მომზადების თემატური სკოლების დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო მიღებას უმასპინძლებს.
დიღომი, გიული ჭოხონელიძის ქ.5