უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

17 იანვარი, 2020 14:58
font-size

ანონსი - 17.01.20

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ოკუპირებულ აფხაზეთში განვითრებული მოვლენები. ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას ინტერვიუ ქართულ მედიასთან და განცხადება ქართულ მხარესთან დიალოგის შესახებ. სერგეი შამბას განცხადება.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:30 - საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
მის: გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)
საკონტაქტო: ეკა გულუა -599726565

12:00 - პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

12:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

12:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილისა და მათთან ერთად დაკავებული დანარჩენი პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

12:00 - თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის (თდასუ) სტუდენტური თვითმმართვობა პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: თდასუ-ს სტუდენტური თვითმმართვობა მანიფესტს იწყებს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და განათლების კულტურისა და მეცნიერებათა სამინისტროს წინააღმდეგ.
მის: ცინცაძის N24
საკონტაქტო: ხატია სამსონიძე - 574 52 17 52

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ბრიგადის გენერლი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძე განცხადებას გააკეთებს.
თემა: ოკუპირებულ აფხაზეთში განვითრებული მოვლენები. ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას ინტერვიუ ქართულ მედიასთან და განცხადება ქართულ მხარესთან დიალოგის შესახებ. სერგეი შამბას განცხადება.
მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

12:30 - კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, NDI-ის კვლევებთან დაკავშირებთ „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
მის: გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

12:30 „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე, ზაალ კასრელიშვილი განცხადებას გააკეთებს.
თემა: ოკუპირებულ აფხაზეთში განვითრებული მოვლენები. ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას ინტერვიუ ქართულ მედიასთან და განცხადება ქართულ მხარესთან დიალოგის შესახებ. სერგეი შამბას განცხადება.
მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

13:00 - საქალაქო სასამართლოში, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

14:00 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის: ინგოროყვას 7

14:00 - „გირჩის“ ბორდის წევრის, იმედა კლდიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`