უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

17 აპრილი, 2018 10:00
font-size

ანონსი 17.04.18

10:00 -თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

10:00 - სასტუმროში „რუმს თბილისი“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდი სურსათის შესაფუთი მასალების მწარმოებელ კომპანიებთან და ბრიტანეთის სურსათის შესაფუთი მასალების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად პროექტის პირველი ფაზის შემაჯამებელ პრეზენტაციას გამართავენ.

10:30 - პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის “ზრუნვის 1000 დღე”, ხელმძღვანელი სოფო ნაცვლიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ბავშვების განვითარება მუცლად ყოფნის პერიოდიდან 2 წლამდე.
წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49 (გამოფენის პირდაპირ, „საქართველოს ბანკის“ უკან)
საკონტაქტო ტელ.: 599726565

11:00 - პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ,,უფლებადამცველთა გართიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე და ჰერეთის (საინგილოს) წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: საინგილოში რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე ქართველთა შევიწროების ფაქტების წარდგენა.
წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49 (გამოფენის პირდაპირ, „საქართველოს ბანკის“ უკან)
საკონტაქტო ტელ.: 599726565

11:00- პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) წარმომადგენელს საქართველოში, ლაილა ომარ გადის შეხვდება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი (C კორპუსი, III სართული, ოთახი N314)

11:00 - „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში“ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) კვლევის – „გაზომვადი პროპაგანდა: როგორ აადვილებენ ჩვენი სისუსტეები რუსულ გავლენას“, პრეზენტაცია გაიმართება.
საკოტაქტო პირი მარიამ წიწიკაშვილი - 555 38 37 12

11:00 - „თავისუფალი საქართველო“ საგარეჯოში გამოსახლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავს.
საგარეჯო, ლეონიძის ქ. #12

11:30 - „დმანისის გადარჩენის ფონდის“ წარმომადგენლები კონფერენციას გამართვენ.
თემა: ქვემო ქართლის რეგიონში სამთო მოპოვებისას გამოვლენილი დარღვევები. საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები.
გუდიაშვილის ქ. #7 (ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი)
საკონტატო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551 66 25 25

11:45 - სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდებიან.

12:00 - პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა ჩატარდება.
თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

12:30 - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი (C კორპუსი, III სართული, ოთახი N314)

12:00 - „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისში „საქართველოს ბანკისა“ და Welcome to Georgia-ს ერთობილვი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia-ს თანადამფუძნებელი/მმართველი პარტნიორი მარინა ჩაიკა, „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელი ზურაბ მასურაშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორის კომპანია „ბიდიო საქართველოს“ პარტნიორი მაიკო ხაჩიძე დაესწრებიან.
გაგარინის #29 ა (შესასვლელი სანაპიროს მხრიდან)

12:00 - „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ქალაქ გორში ოფისს გახსნის.
გორი, შოთა რუსთაველის ქ. #83
საკონტაქტო ტელ.: 595 52 30 34

14:00 - სასტუმრო „ბილტმორის“ კონგრეს-ჰოლში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას – „ბათუმი 2018“ ოფიციალურად წარადგენს.

15:00 - „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ქალაქ გორში, „ნიმდის“ ოფისში ახალგაზრდებს შეხვდება და ლექციას წაიკითხავს.
გორი, დ. ბერუაშვილის ქ. #12
საკონტაქტო ტელ.: 595 52 30 34

15:00- თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „მშვიდობის კორპუსის“ 68 ახალი მოხალისე ჩამოვა, რომელთაც აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი შეხვდება.

16:00- ვაშინგტონის ყველაზე ცნობილი სუშის შეფ მზარეული კაზ ოკოჩი ახალგაზრდა მეწარმეებს შეხვდება.
საკონტაქტო პირი თეა კუჭუხიძე - 595 674 167
მერაბ კოსტავას ქ. #59, ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკა

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე