უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

17 მაისი, 2018 10:00
font-size

ანონსი 17.05.18

10:00 - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად საღმრთო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

10:00 - ქაშვეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო, სამეუფეო წირვა დაიწყება.

10:00 - „სამართლის საერთაშორისო კვირეულის“ ფარგლებში, “ბილტმორ თბილისში” კონფერენცია, სახელწოდებით „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები“ გაიმართება.
საკონტაქტო პირი ნინა კოპალეიშვილი - 598 94 00 04

10:00 - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, დარბაზი N304

11:00 - სასტუმრო “რუმსში”, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეზენტაციას გამართავს.
თემა: საქართველოს რეგიონებში სალაშქრო ბილიკების მონიშვნა და ონლაინ სივრცეში გადატანა.

11:30 - ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით, ფილარმონიასთან პატრიარქის მიერ დალოცვილი გვარების წარმომადგენლები შეიკრიბებიან, საიდანაც ისინი „ვარდების მოედნისკენ“ გაემართებიან.

11:45 - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

12:00 - პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

12:00 - ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით, „ვარდების მოედნიდან“ სამების საკათედრო ტაძრისკენ აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა დაიწყება.

12:30- ქაშვეთის ტაძართან, წირვის დასრულების შემდეგ, მრავალშვილიან (ექვს შვილიანი) ოჯახებს დალოცავენ.

13:00 - , კულტურისა და სპორტის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებს უმასპინძლებს, რომლებსაც სხვადასხვა ნომინაციაში სიგელებსა და საჩუქრებს გადასცემს. ღონისძიებას „იკომის“ საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი ინგა ქარაია და თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანების დირექტორი ნინო სანადირაძე დაესწრებიან.
საკონტაქტო ტელ.: 2996377

14:00 - თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის ოთხი მაჟორიტარის ინიციატივით, დასაქმების ფორუმი გაიმართება.
გლდანის V მიკრო რაიონი, ხიზანიშვილის ქუჩა, გლდანის „პროფესიული მომზადების ცენტრი"
საკონტაქტო პირი ეკა კაკულია - 599 24 88 15

14:00 - ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სამადლობელ პარაკლისს გადაიხდის და ერს დალოცავს.

14:45 - ქუთაისში, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ოფიციალურად გახსნის შპს „ემჯიემტექს“ საწარმოს, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა.
ქუთაისი, ზ. გამსახურდიას გამზ. #47

15:30 - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში, პარიზიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი განხორციელდება.

15:30 - საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz air-ის მეორე ბაზირებული, A320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდის ოპერირების დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.

16:00 - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, პროექტის „შუა საუკუნეების ქართული მწიგნობრობა ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და ბიზანტიაში“ ფარგლებში დაბეჭდილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

16:00 - სამხატვრო კავშირის საგამოფენო დარბაზში პროექტის „ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა“ ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების 40-მდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი.
კალისტრატე ქუთათელაძის ქ. №6

18:00 - საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის თანამედროვე ხელოვნების პირველი საერთაშორისო ბაზრობა გაიხსნება. გალერეების სექციაში „თიბისი არტ გალერეა“ გურამ თიკანაძისა და რობერტ კაპას ფოტოგამოფენას წარმოადგენს.
წერეთლის გამზ. #118, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, მეთერთმეტე პავილიონი

18:00 - საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ვარკეთილის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძართან არსებული სამრევლო სკოლა „ივერიონი“ ხონის სახალხო თეატრის მსახიობ გულიადა სანოძესთან შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გიორგი რატიანი (სახალხო არტისტი), თემურ ჩალაბაშვილი, მიხეილ ზაქარიაშვილი, გაგა გომართელი, ჯუბა ღებელი, ედუარდ უგულავა, მაია მიქაია და სხვა.
ელიას მთა, სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.

19:00 - მე-6 საავტორო სკოლაში ყოველწლიური პროექტი „გერმანული ენის თვე“ ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებას გერმანიის ელჩი ჰაიკე ფაიჩი, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი არად ბენკო, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი ლუკას ბეგლინგერი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გახსნიან.
ლადო ასათიანის ქ. #28

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე