უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

17 ოქტომბერი, 2018 10:00
font-size

ანონსი 17.10.18

10:00 - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საია ზურაბ ჯაფარიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რვა მუხლის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.
კახიძის ქ. #15

11:00 - თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.
ჟ.შარტავა N7

11:00 - ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში განცხადებას გააკეთებს.
თემა: ფარული ჩანაწერები და მირზა სუბელიანის მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობა.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, კობა დავითაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: კობა დავითაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ, რომელიც პარლამენტშია შეტანილი.
წერეთლის გამზ. № 99, პირველი სართული, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

13:00 - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სურამში ფსიქიატრიულ დაწესებულებას მოინახულებს.

15:30 - სასტუმრო „რედისონში“ შრომის უსაფრთხოების თემაზე, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.
საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70