უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

17 ოქტომბერი, 2020 10:00
font-size

ანონსი - 17.10.20

10:00 - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე, უწყების წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გმირთა მოედანზე, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

11:00 - "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ბრიფინგს გამართავს
თემა: კოვიდ პროცესების მართვის ჩავარდნა.
მის: ქეთევან წამებულის 47
საკონტაქტო ირაკლი გაბისონია - 555 602 634

11:00 - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წალენჯიხაში, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ალექსანდრე მოწერელიას წარადგენს.
წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.

11:00 - უფლებადამცველები - ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებენ.
თემა: „უვადო პატიმრები" საქართველოში
მის: გალის ქუჩა #1.
საკონტაქტო: ეკა გულუა - 599 72 65 65

11:30 - საქართველოს პარლამენტის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ კახაძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: პანდემია, არსებული მდგომარეობა, საწოლ-ფონდის მარაგი და შემდგომი ეტაპები.
მის: გალის ქუჩა #1.
საკონტაქტო: ეკა გულუა - 599 72 65 65

11:30 - "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" ლიდერები, რომლებმაც კორონავირუსი დაამარცხეს, სხვების დასახმარებლად პლაზმას ჩააბარებენ. ლევან გოგიჩაიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი და გედევან ფოფხაძე აქციას "თერმო პლაზმაში" შეუერთდებიან.
მის: ვაჟა ფშაველას გამზირი #16.
საკონტაქტო: თაკო სანოძე - 558 36 36 44

11:45 - ჩხოროწყუში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ალექსანდრე მოწერელიას წარადგენს.

12:00 - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი დირექტორი კობა კობალაძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდება და სამსახურის სამომავლო გეგმებსა და განვითარების შესახებ ისაუბრებს.
მის: ვახტანგ გორგასლის შესახვევი N 12 ა

12:50 - მარტვილში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ალექსანდრე მოწერელიას წარადგენს.

13:00 - დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე მხარდამჭერებთან ერთად აღმაშენებელის გამზირიდან სამტრედიის ქუჩამდე მოაწყობს მარშს.
მსვლელობა დაიწყება დავით აღმაშენებელის გამზირი N55-დან
საკონტაქტო: 599437403

15:00 - სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართება სკოლის მასწავლებელთა ტრენინგების დასკვნითი ცერემონიალი. ღონისძიება, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართება, ტარდება"დებატები უკეთესი განათლებისთვის" პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში, რომელიც საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ინიციატივით და გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიებას სხვა სტუმრებთან ერთად განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე დაესწრება.
საკონტაქტო: ქეთო მაღრაძე - 577326326

18:00 - "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს და წარმოადგენს საპარლამენტო სიის ოცეულს.
მის.: ევროპის მოედანი (მეტეხის ხიდთან)
საკონტაქტო: ნათია ხარზეიშვილი - 599 06 28 06

20:00 - „ქართული ოცნება“ ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ჩიქოვანს წარადგენს.