უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

17 ნოემბერი, 2018 10:00
font-size

ანონსი 17.11.18

11:30 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობას შეხვდება.

12:00 - ტექნოპარკში, “საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით DevFest თბილისი 2018 გაიმართება. ღონისძიებაზე განიხილება ხელოვნური ინტელექტი, პროგრამული ენები, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და სხვა. DevFest თბილისის მონაწილეებს წარმოადგენენ ქართველი და უცხოელი გამომსვლელები, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან როგორიცაა Google, IBM, Microsoft.
ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7

13:00 - არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას გამართავს.
წერეთლის გამზ. #118, „ექსპოჯორჯიას“ საგამოფენო სივრცე, III პავილიონი
საკონტაქტო პირი მარიამ გაჩეჩილაძე - 597 936543

14:00- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება.

14:00 - ნაძალადევის N17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
სამღერეთის ქ. N5, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი

15:00 - „ბიბლუსი გალერეაში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და „ბიბლუსს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელსაც ხელს მოაწერენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და „ბიბლუსის“ დირექტორი ირაკლი გაგნიძე.
ჟვანიას მოედანი, ს. კანდელაკის ქ. #7
საკონტაქტო პირი ქეთი გოლიაძე - 551545500

18:00 - გალერეა ,,ბაიაში“ ახალგაზრდა მხატვრის ალექსანდრე ვაშაყმაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
ინგოროყვას ქ. N19ა (შესასვლელი საქართველოს პარლამენტის თბილისის შენობის უკან მდებარე სკვერიდან)
საკონტაქტო ტელ.: 599 505 302

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`