უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

18 იანვარი, 2019 10:00
font-size

ანონსი 18.01.19

10:00 - თბილისის მერიაში კახა კალაძის ბრიფინგი გაიმართება.

10:00 - ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

10:30 - დიდ დიღომში აფეთქებული კორპუსის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები, მათი ადვოკატი და დაზარალებულები „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედია, მიზეზები და თანამშრომლობა სამართალდამცველებთან.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

10:30 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, საფუძველი ჩაეყრება განათლებისა და მეცნიერების ახალი ქალაქის მშენებლობას. კაფსულის ჩადების ცერემონიაში მონაწილეობას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მიიღებს.
დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრი

11:00 - ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია; მოსამართლეების თემა და სისტემის წმენდის მთავარი მოთხოვნა; მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები სეზონური გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების მიზნით აქტივობას - ,,იცოდე მეტი გრიპის შესახებ“ გამართავენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ვირუსთან დაკავშირებული ინსტრუქციები და რეკომენდაციები. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დარიგდება გრიპის ვირუსის პრევენციისათვის საჭირო ძირითადი თავდაცვითი საშუალებები და საინფორმაციო ფლაერები.
შოთა რუსთაველის გამზირი, მ/ს ,,რუსთაველი“-ს მიმდებარე ტერიტორია.

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ენერგოუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტის გიორგი ჭაღიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: რას შეიძლება გამოეწვია აფეთქება დიდ დიღომში. რა ვითარებაა დედაქალაქში, რა მდგომარეობაშია გაზგაყვანილობის ქსელები. რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტის, "ყაზტრანსგაზ თბილისის" დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილის, სოსო სიმონიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: რას შეიძლება გამოეწვია აფეთქება დიდ დიღომში. რა ვითარებაა დედაქალაქში, რა მდგომარეობაშია გაზგაყვანილობის ქსელები. რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12:00 - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე წითელას თემაზე ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
წერეთლის გამზ. #144, ჯანდაცვის სამინისტრო
საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

12:00 - საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

12:30 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე საზოგადოებასა და მედიას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში სკოლამდელ და ზოგად განათლებაში ჩატარებულ სამუშაოებსა და დაგეგმილ სიახლეებს გააცნობენ.
უზნაძის ქ. #52, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

14:00 - მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა ჩატარდება, რომლის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს.
ინგოროყვას ქ. #7