უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

18 აპრილი, 2019 10:01
font-size

ანონსი 18.04.19

10:00 - სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველოს-კვიპროსის ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ფორუმი დაგეგმილია კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის ვიზიტის ფარგლებში.

ბიზნეს-ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადესი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია. ღონისძიებაზე პრეზენტაციებით წარდგებიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
საკონტაქტო: თამარ დემეტრაშვილი, 5 93 62 94 96

10:00 - აღმაშენებლის ხეივანში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე (ეკლესიის წინ) ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრები, დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ.
საკონტაქტო: ვალერი ქადაგიშვილი 568 820 909

11:00 - ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის შვილი, ბაჩანა შენგელია ბრიფინგს გამართავს.
ფალიაშვილის 13.

11:00 - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) გამართავს ანგარიშის პრეზენტაციას: „მოსამართლეთა პროფესიული მომზადების სისტემა საქართველოში“.
Radisson-ის დარბაზი ''რესპუბლიკა'', პირველი რესპუბლიკის მოედანი #1, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ს მოპირდაპირე მხარეს.
საკონტაქტო : რევაზ ბარამიძე 598 89 00 21, მერი მახარაშვილი 599 500 137

11:00 - მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში ზესტაფონის მერობის კანდიდატი, პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე, გოგი წულაია განცხადებას გააკეთებს.
თემა: მერის რიგგარეშე არჩევნები ზესტაფონში
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:00 - ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი ლევან გორელაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს და ახალ მტკიცებულებას, ვიდეოჩანაწერს წარმოადგენს, რომელიც სამეფო ოჯახის ფიზიკურ დაპირისპირებას ასახავს.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:30 - დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
თემა: სამეფო ოჯახის ქონებრივი დავა და პასუხი დედოფლის ადვოკატს ახალ მტკიცებულებაზე.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:30 - „2020NEWS“-ის პრესკლუბში, „მორაგბეთა ასოციაციასა“ და საქართველოს იურიდიულ ფირმათა ასოციაციას (სიფა) შორის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ მორაგბეთა ასოციაციის პრეზიდენტი ლექსო იორდანიშვილი და საქართველოს იურიდიულ ფირმათა ასოციაციის (სიფა) პრეზიდენტი ზვიად კორძაძე.
პეკინის #34, ბიზნესცენტრი საბურთალო, მესამე სართული.
საკონტაქტო: 514 33 49 49

12:00 - პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პარლამენტი, პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

12:00 - ,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ვენეციის კომისიის დასკვნა.
აბულაძის 8. პარტიის ოფისი

12:00 - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების სხდომათა დარბაზში, საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: „სს ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ პროფკავშირის მისამართით აგორებულ შავი პიარი“
მის: ვაჟა-ფშაველას 1 შესახვევი, 1/43.
საკონტაქტო: ამირან ზენაიშვილი 599458989

13:00 - დამოუკიდებელი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის შესახებ განცხადებას გააკეთებს.
საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზთან.

14:30 - უზენაეს სასამართლოსთან, მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების’’ ბლოკის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები აქცია-მსვლელობას გამართავენ.
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08. თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08
ზუბალაშვილების N32

15:00 - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართება: „თავის ტვინის ინსულტი და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები“.
პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

15:00 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მოსამართლე ოთარ სიჭინავას თავმჯდომარეობით, ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანებაში სამი მოქალაქისთვის პიროვნული შეუთავსებლობის, ხოლო ერთ მათგანისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის გამო, თანამდებობების დაკავებაზე უარის თქმის საქმეზე სხდომას განაახლებს.
გრ. რობაქიძის გამზ. 7ა
საკონტაქტო: 599 291202

15:00 - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
პარლამენტი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

17:30 - პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი კობა ნარჩემაშვილი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდება.
თემა: „სტუდენტური პარლამენტის ჩართულობა ქვეყნის ახალგაზრდულ პოლიტაკში“
პარლამენტი, პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)