უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

18 მაისი, 2019 10:00
font-size

ანონსი 18.05.19

11:00 - 15:00 - ადვოკატთა ასოციაცია ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებზე უფასო იურიდიული კონსულტაციის დღეს გამართავს.

12:00 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. შეხვედრა გამიზნულია მომავალი აბიტურიენტებისთვის და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც საქართველოში ამერიკული განათლების მიღებით არიან დაინტერესებულნი.
რეგისტრაციის დრო: 11:30-12:00 საათამდე
ტექნიკური უნივერსიტეტის მე-9 კორპუსი, მერაბ კოსტავას N77.

12:00 - მსოფლიო მუზეუმების საერთაშორისო დღეს, ევროპის უნივერსიტეტში იხსნება ახალი ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი.

12:00 - ავლაბარში, ბოჭორმის 50/18- ში გაიმართება მოსახლეობის შეკრება, რათა გააპროტესტონ ხეების მოჭრა და კორპუსების მშენებლობა.

18:00 - კინოთეატრ „ამირანში“ MARVEL-ის საღამო გაიმართება.„მარველის“ სამყაროზე, მის გმირებსა და ანტიგმირებზე ბლოგერი, ირაკლი კეკელია და „მარველის“ ისტორიების მთარგმნელი, გიორგი კიკაბიძე ისაუბრებენ. ადგილზე მოეწყობა გათამაშებები, გამარჯვებულები „ადამიანი-ობობასა“ და „რკინის კაცის“ ოფიციალური საკოლექციო ფიგურებითა და ისტორიებით, ე.წ. storyteller-ებით დაჯილდოვდებიან.
ივენთი საერთაშორისო პროექტის, „მარველის სუპერგმირების საკუთარი კოლექციის“ ფარგლებში იმართება, რომლის ოფიციალური წარმომადგენელიც საქართველოში არის გამომცემლობა „პალიტრა L”.

19:00 - მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ხელოვნების სასახლის „უკვდავთა ბაღში“ საღამო გაიხსნება სუხიშვილების ანსამბლის მიერ შესრულებული ცეკვით - ლაზური.

19:30 - ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია გახსნის გამოფენას „ქართული ეროვნული სამოსი - ისტორია და თანამედროვეობა“. ექსპოზიციის ფარგლებში ხელოვნების სასახლეში დაცულ ისტორიული კოსტიუმებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ნაციონალური სამოსის სახლის მიერ, ეროვნულ მოტივებზე შექმნილი თანამედროვე ქართული სამოსიც.

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!