უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

18 სექტემბერი, 2019 10:00
font-size

ანონსი - 18.09.19

10:30 - თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას პროცესი გაიმართება.

11:00 - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

11:00 - თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.
თავისუფლების 2

11:00 - პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახში სერგო რატიანის ბრიფინგი გაიმართება. თემა: სალომე ზურაბიშვილმა კომპანია ,,არ-ემ-ჯის” გარემოს დაცვისა და ძეგლთა დაცვის საქმეში ჩართვისათვის მადლობა გადაუხადა.
საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08
მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

11:00 - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას ბრიფინგი გაიმართება.
ათონელის ქუჩა N 25

11:00 - სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავენ.
თემა: პრეზიდენტის შეწყალება
საკონტაქტო პირი: თამარ მეტონიძე - 577535232

11:00 - მედიაცენტრ „მთავარში“ დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ასლან ბეჟანიძის ადვოკატი განცხადებას გააკეთებს.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

12:00 - საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული).

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფროსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის დევი ქიტუაშვილისა და ფედერაციის გენერალური მდივნის, თემო გოცაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: 20-22 სექტემბერს დაგეგმილი ჩემპიონატი აფროსნობაში.
კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

12.00 - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 20-21 ივნისის საქმის შემსწავლელი საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდება და პოლიციელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
დავით აღმაშენებლის გამზ. #150.

12:00 - თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაიწყება საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარის - ირაკლი ხვადაგიანის სარჩელის არსებითი განხილვა ეროვნული არქივის წინააღმდეგ, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საქმეების კატალოგის გაცნობაზე უარის გამო. სხდომაზე დაინტერესებულ მხარეებს მოუსმენენ.

12:00 - საქართველოში Euronews Georgia-ს პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე ხელი მოეწერება ხელშეკრულებას სილქნეტსა და „ევრონიუსს“ შორის, საქართველოში „ევრონიუს ჯორჯიას“ დაფუძნებასთან დაკავშირებით.
პირველი რესპუბლიკის მოედანი #6, “რესპუბლიკა”

13:00 - საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მოძრაობის პირველ 12 წევრს წარადგენს.
უზნაძის 4. საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ოფისი.
საკონტაქტო: თამუნა კირვალიძე 577 403 734

14:00 - სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციას გამართავს.
თელავის ქუჩა, #20
საკონტაქტო: ანუკა წიკლაური - 599 29 60 50

17:00 - "მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში" სერიის "კლასიკოსები ბავშებისთვის" წარდგენა გაიმართება.
შოთა რუსთაველის გამზ. N6