უკან

ანონსები

18 სექტემბერი, 2020 10:29
font-size

ანონსი - 18.09.20

10:30 - არასამთავრობო ორგანიზაცია „HUB Georgia“ სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს ავიაციის ეფექტიანობის კვლევის პრეზენტაციას გამართავს, თემაზე - „საქართველოს ავიაციის როლი და ფუნქცია სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში“.

11:00 - ბავშვთა უფლებათა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენები „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: „გაეროს ბავშვთა ფონდთან“ (UNICF) დაგეგმილი საპროტესტო აქცია და დედებისთვის შვილების წართმევის ფაქტები.
მის: გალის ქუჩა #1.
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:00 - ფუნიკულიორის ღონისძიებათა დარბაზში გაიმართება მასტერკლასი შემოქმედებით ინდუსტრიაში ჩართული და დაინტერესებული პირებისთვის.
საკონტაქტო პირი: ანა მაჭავარიანი, 599805599

11:00 - „ლელოს“ ლიდერები ლევან კობერიძე და ვატო სურგულაძე, ასევე პარტიის წარმომადგენლები ჯანდაცვისა და განათლების სამუშაო ჯგუფიდან გამართავენ ბრიფინგს პანდემიის პერიოდში შექმნილ კრიზისთან მიმართებაში.
ბრიფინგის თემები:
კომუნიკაციის პრობლემა ჯანდაცვის და განათლების სფეროს წარმომადგენლებს შორის.
დაგვიანებული გადაწყვეტილებები, 3.სიტუაციის ანალიზის არარსებობა.
სწავლის პროცესის ჩაშლა.
მის: სადგურის მოედანი 2
საკონტაქტო: 577624445

11:00 - „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს, სადაც ჰოსპიტალებში არსებულ არეულ მდგომარეიბასა და პაციენტთა ნაკადის არევაზე ისაუბრებს. ჩიხლაძე აღნიშნულთან დაკავშირებით ვიდეო მასალასაც წარმოადგენს
მის: 300 არაგველები, ქეთევან წამებულის 47
საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია, 555 602 634

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განცხადებას გააკეთებს.
თემა: კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებლები და ეპიდსიტუაცია საქართველოში.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:30 - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

12:00 - საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

12:00 - კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბავშვთა საკითხებზე ინფორმირებულობის გაზრდასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
მის: ალექსიძის #1, კორპ. #2, ბ.26
საკონტაქტო პირი: თათია ლომთაძე, 551 513 514

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე განცხადებას გააკეთებს.
თემა: დღეს კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო 2020“ იწყება -კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქციები. ნარჩენებისგან გარემოს დაცვის საკითხი.
მის: კოსტავას ქ.47/57

12:00 - რიყეზე, ღია კლუბში „რიყე გოლდენ“, საარჩევნო ბლოკი „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი“, თბილისის მაჟორიტარებს წარუდგენს საზოგადოებას.
მის: რიყის პარკი, საბაგიროსთან, კლუბი „გოლდენ კაფე“, „ქართული დასი“
საკონტაქტო: 577 18 99 42; 570 70 01 33

12:00 - GMTV-ს პრესკლუბში ხელოვანები კახა ბაციკაძე და სერგი ლომაძე პოლიტიკაში წასვლას დააანონსებენ და პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: კულტურის სფეროს დაფინანსების პრობლემები საქართველოში კულტურის სფეროს წარმომადგენელების დაფინანსება.
მის. გურამიშვილის 78.
საკონტაქტო 599 88 97 18

13:00 - პარტია ,,მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს და პარტიის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებს დაასახელებს.
მის. თბილისი, კოსტავაქ ქუჩა N 21
საკობტაქტო: 593111198

13:00 - გაერთიანებული ერების ცეკვის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი, ნიკოლოზ პატარქალიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: "ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებისა და საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით ხალხური ცეკვის პროფესიონალური ანსამბლის დაფუძნება".
მის: თბილისი, კოსტავას ქ.N45, ვერის კალათბურთის სასახლე.
საკონტაქტო: 599 23 55 20; 555 90 32 48

14:00 - „პატრიოტთა ალიანსის“ ცენტრალურ ოფისში, პატრიოტთა ალიანსის და მემარცხენე ალიანსის ლიდერები გამართავენ ბრიფინგს.
თემა: საარჩევნო პროცესები - "მემარცხენე ალიანსის" გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.
მის: სობჩაკის ქ. N3

14.00 - ლალი ანთიძე, "გირჩის" აჭარის უზენაეის საბჭოს კანდიდატთა სიის პირველ ნომერს, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.
სარჩელი შეეხება აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატების "შარდის სიწმინდის " კანონის გაუქმებას .
მის: ბათუმი, საკონსტიტუციო სასამართლო
საკონტაქტო: იაგო ხვიჩია: 599 80 55 23

15:00 - ,,არჩევანი სამშობლოსათვის” ლიდერი, ლელა გულედანი მთავრობის კანცელარიასთან, დაზარალებულ ოჯახთან ერთად, აქციას გამართავს
თემა: დევნილთა სამინისტროსგან მოტყუებული და ბინის გარეშე დარჩენილი ოჯახები- სასამართლო დავა, რომელიც 4 წელზე მეტია გრძელდება.
საკონტაქტო: 557494724

20:00 - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზაზა ლომინაძეს და ქუთაისის მერობის კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს წარუდგენს.
მის: ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია
საკონტაქტო : მიშა ფეიქრიშვილი - 599 45 05 65 ; ლელა გაბეჩავა - 599 22 74