უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

18 დეკემბერი, 2018 10:00
font-size

ანონსი 18.12.18

10:00 - სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და საქართველოს სახალხო დამცველი საერთაშორისო კონფერენციას გამართავენ – „კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები“.

საკონტაქტო პირი დათო კაკულია - 577 11 05 56

10.00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის #13-ე საბავშვო ბაგა-ბაღიდან გათავისუფლებული დირექტორების საქმის განხილვა განახლდება.
საკონტაქტო პირი ინგა გუგავა - 599107476

11:00 - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

11:00 - კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ახალი კონსტიტუცია და პრეზიდენტის შეკვეცილი უფლებამოსილება - რა ფუნქციების მატარებელია პირველი ქალი პრეზიდენტი; კარვები პარლამენტთან და რამდენად შესაძლებელია ახალი კონსტიტუციით ვადამდელი არჩევნები.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 - პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია საინფორმაციო სააგენტო TOPNEWS.COM.GE-ს პრესკლუბში ბრიფინგს გამართავს, სადაც ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს შეაფასებს და ადგილზე პერფორმანსს მოაწყობს.
ქუთაისი, დუმბაძის ქ. #4
საკონტქტო პირი ირაკლი ვაჩიბერაძე - 598 98 49 50

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველის გიგლა თამაზაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ნორმების დაცვა; ბუნებრივი აირის გაჟონვასთან დაკავშირებული რისკები. გაზის სისტემების შემოწმება - როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს სერვისით სარგებლობა.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „ნაციონალური მოძრაობის“ დაანონსებული აქციები და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოთხოვნა; დავით კირკიტაძის დაკავება და ოპოზიციის განცხადება; მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:30 - სასტუმროში „ჰილტონ ბათუმი“ UNDP-სა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელშეკრულება გაფორმდება.
საკონტაქტო პირი სოფო ჭიჭინაძე - 599 196907

12:00 - 2019 წლის 1-ელი იანვრიდან საფინანსო სექტორში დაგეგმილი რეგულაციების ამოქმედების პროცესის გამარტივების და ინფორმირების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი სესხის გამცემ სუბიექტებთან შეხვედრებს გამართავს.
ბათუმი, რუსთაველის #32 / ნინოშვილის #34, ბათუმის უნივერსიტეტის შენობა

12:00 - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

14:00 - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

14:00 - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N238

14:30 - სასტუმროში „ჰილტონ ბათუმი“ მაჭახელას პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება.
საკონტაქტო პირი სოფო ჭიჭინაძე - 599 196907
15:00 - მოძრაობა ,,ჩვენ" საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართავს აქციას მოთხოვნით: ,,გაგვაშუქე".

16:00 - თიბისი ბანკსა და შვედეთის სახელმწიფოს საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) შორის სესხების გარანტიის ხელშეკრულება გაფორმდება.
მარჯანიშვილის ქ. #7; თიბისი ბანკი, მესამე სართული.

17:00 - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული „სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს“ მე-5 სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)

18:00 - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის მონიტორინგის უწყებათაშორისი საბჭოს მეხუთე სხდომა გაიმართება, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და UNICEF-ის ხელმძღვანელი საქართველოში, ღასან ხალილი გაუძღვება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში (C კორპუსი, III სართული)

18:00 - პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე, ჩერქეზი მხატვრის, თეუჩეჟ ყატის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენას გახსნის.
გუდიაშვილის N7, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი,

19:00 - პარლამენტარი სოფო კილაძე ნაძალადევის N17 მაჟორიტარული ოლქის მოსახლეობას 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.
ცოტნე დადიანის ქ. N26, „არტ ჰოლი“