უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

19 სექტემბერი, 2019 10:00
font-size

ანონსი - 19. 09.19

10:00 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

ინგოროყვას 7

10:00 - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის (ნააკ-ის) ფარგლებში წარმოებული თემატური მოკვლევის ზეპირ მოსმენას გამართავს.
საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

10:00 - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილს წარუდგენენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები.
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ (თავისუფლების მოედანი).

11:00 - ადვოკატი ალექსანდრე ახალკაცი სხვა უფლებადამცველებთან ერთად, ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენცისთან გამართავს აქციას მოთხოვნით-უარი თქვას პრეზიდენტმა შეწყალების მორატორიუმზე.
აქციის მონაწილეები პრეზიდენტს წერილსაც გადასცემენ და საჯარო მიმართვას გაავრცელებენ.

11:00 - სასტუმრო „ჰოლიდეინ ინში“ , თამბაქოს კონტროლის ალიანსის ორგანიზებით, გაიმართება კვლევის პრეზენტაცია: „გადასახადების გავლენა სიგარეტის უკანონო ვაჭრობაზე საქართველოში“.

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში თადარიგის პოლკოვნიკი, დოდო გუგეშაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პოზიცია „იმედზე“ გასულ გიორგი კალანდიას ფილმთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ მხედრიონმა 1992 წლის 2 თებერვლის მიტინგი დახვრიტა.
კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:30 - პარლამენტში, ბიუროს ოთახთან, ელენე ხოშტარიას ბრიფინგი გაიმართება. თემა: 20 სექტემბერს რამზან ახიადოვის რუსეთში დაგეგმილი ექსტრადაცია.

11:30 - „რუხის სავაჭრო ცენტრში“ „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტის „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“, პრეზენტაცია გაიმართება.
ზუგდიდი, სოფელი რუხი, „რუხის სავაჭრო ცენტრი.“

11:30 - „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
კახეთის გზატკეცილი 45ა

12:00 - „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება
მის: კახეთის გზატკეცილი 45ა

12:00 - პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული).

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, ყოფილი პატიმარი, ჩუღურეთში „ქართული ოცნების“ მობილური ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი გოგოხია განცხადებას გააკეთებს. თემა: ყოფილი პატიმრის განცხადებით, მისი საქმის გამოძიებას ხელისუფლებაში მიზანმიმართულად უშლიან ხელს. გოგოხია სახელმწიფოსგან რეაბილიტაციას მოითხოვს.
კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

12 :00 - ალეკო ელისაშვილის "სამოქალაქო მოძრაობა" პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეწყალებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აქცია-პერფომანსით გააპროტესტებს.
ათონელის ქ. N25
საკონტაქტო: ეკა მელიქიძე -599854722

12:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.
საკონტაქტო: ჯაბა სიხარულიძე +995577288787
ათონელის ქუჩაზე (ორბელიანის მოედანი)

12:00 საათზე, ოზურგეთში, იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით მე-13 ბიურო გაიხსნება.
ოზურგეთი, ი.ჭავჭავაძის ქ.N12

13:20 - თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ინიციატივით, ირაკლი ოქრუაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

14:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება პროცესი მესაზღვრე მანუჩარ მუმლაძე - სასაზღვრო პოლიციის წინააღმდეგ.
საკონტაქტო პირი: 591 97 28 52 გიორგი მუმლაძე

14:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

14:00 - სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ინდივიდუალურ პორტფოლიოებს წარადგენს.
რესპუბლიკის მოედანი N1
საკონტაქტო: 595 221 999

15:00 - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელები, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი და საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანელი მეცნიერები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამშენებლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნობიან.
საკონტაქტო: ანუკა წიკლაური 599 29 60 50

15.00 - თსუ-ს მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში საბავშვო უნივერსიტეტის ღია კარის დღე გაიმართება. ღია კარის დღეზე თსუ-ს სტუდენტები და პროფესორები სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარებენ სახალისო ექსპერიმენტებს ქიმიაში, ბიოლოგიაში ფიზიკაში; წარმოდგენილი იქნება საინტერესო ექსპონატები თსუ ზოოლოგიისა და მინერალოგიის მუზეუმებიდან. თსუ-ში მოსულ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში. თსუ-სანდრია რაზმაძის სახელობის მატემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი თორნიკე ქადეიშვილი წაიკითხავს პოპულარულ ლექციას მათემატიკაში „მათემატიკა ყველგან“; თსუ პროფესორი გიორგი დვალაშვილი კი მოსწავლეებს ესაუბრება ბუნების ძეგლების როლზე ტურიზმის განვითარებაში.

14:00 - ქუთაისის ცენტრალურ პარკში სამეცნიერო პიკნიკი გაიხსენება, სადაც ევროპის უნივერსიტეტის სტენდთან საინტერესო აქტივობები გაიმართება.