უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

19 სექტემბერი, 2022 08:02
font-size

ანონსი - 19 სექტემბერი

10:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის ოფიციალური ღონისძიება საზეიმოდ გაიხსნება.

პირველსემესტრელებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები.

მისი: ვაჟა–ფშაველას გამზ. N.33.

10:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივი სხდომა

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

10:30 საათზე, ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები, უჩა მამაცაშვილის სარჩელთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოვლენილ ახალ გარემოებებზე განცხადებას გააკეთებენ.

მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64

საკონტაქტო: ლაშა ფარულავა - 577 148 118

10:50 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბელგიის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ირაკლი ბერაიას და მეგობრობის ჯგუფის წევრების შეხვედრა გაიმართება ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის წევრებთან.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

11:00 საათზე, პარტია "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარი ბრიფინგს გამართავს. თემა: ფარული ჩანაწერები.

მის: მცხეთის ქუჩის 49, თბილისი

საკონტაქტო: თამარ ღვინიანიძე - 599367070

11:00 საათზე, ასოციაცია „ერთად ახალი სიცოცხლისთვის“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის შექმნასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებთან აქტიური კონსულტაციები იწყება.

მის: სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“, თავისუფლების მოედანი 4, #1 საკონფერენციო დარბაზი

საკონტაქტო: თამთა ჯანაძე 591 00- 69-63

11:00 საათზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" მიერ ორგანიზებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

11:40 საათზე, პარლამეტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის და კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართება ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის წევრებთან.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

12:00 საათზე, ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს.

მის: აეროპორტის დასახლება, შანშიაშვილის N10 საკონტაქტო: სალომე ჩხეიძე - 555 505 758

12:00 საათზე, საინიციატივო ჯგუფი პარლამენტში წარადგენს კანონპროექტს: "სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ", 25 000 ხელმოწერის შესაგროვებლად.

საკონტაქტო პირი: 599 29 00 13

12:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

12:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

12:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

12:30 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი, V სართული)

14:00 საათზე, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 6 თვის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

ღონისძიებას პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი დაესწრება.

მისამართი: თელავის ქუჩა #20

14:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის დარბაზი

15:00 საათზე, ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის წევრების შეხვედრა გაიმართება ადგილობრივი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

15:30 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

16:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის და კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართება ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის წევრებთან

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

16:50 საათზე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრების შეხვედრა გაიმართება ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის წევრებთან.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

19:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი