უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

19 ოქტომბერი, 2018 11:18
font-size

ანონსი 19.10.18

10:00 - ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.

10:00 - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბედ რუდი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სონია შარიგიანი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლას ეწვევიან და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინაროებას გაეცნობიან.
საკონტაქტო პირი ანიტა თვაური - 591 111 150

11:00 - „ომეგა ჯგუფი“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს. განცხადება „ომეგა ჯგუფის“ სათაო ოფისში გაკეთდება.
ვაშლიჯვარი, სარაჯიშვილის ქ. #16-17

11:00 - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მწერალ მერაბ შათირიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება.
წერეთლის გამზ. № 99, პირველი სართული, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:00 - „ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გათავისუფლებულ თანამშრომლებთან ერთად, „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თანამშრომელთა გათავისუფლება და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სარჩელი საქალაქო სასამართლოში.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 - სასტუმრო „მუზეუმის“ საკონფერენციო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესული თაობა საქართველოსთვის" გაასაჯაროვებს სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, სახელწოდებით: "ვის ირჩევს სტუდენტობა პრეზიდენტად".
ვახტანგ ორბელიანის ქ. #10

11:30 - საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მირიან წიკლაური “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მარიხუანას მოხმარება სკოლებში.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

12:00 - ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, „ნდობის რეიტინგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“ - სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების გამოაქვეყნებს.
ლადო გუდიაშვილის ქ. #7
საკონტაქტო ტელ.: 599 291202

12:00 - „პრაიმ ტაიმის“ პერესკლუბში შაურიძის საქმის ადვოკატი ემზარ საბანაძე პრესკონფერენციას გამართავს.

12:00 - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ნელი კორკოტაძისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მარინე არაბიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: საწვავის ხარისხის გასაკონტროლებლად ბენზინგასამართ სადგურებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეამოწმებენ; ჰაერის დაბინძურება საწვავის გამო; ჰაერის ხარისხი საქართველოში.
წერეთლის გამზ. № 99, პირველი სართული, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12:00 - ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. შუალედურ ანგარიშს ადგილობრივი სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ცესკოსთან არსებული სამუშაო ჯგუფებისა და მედიის წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გააცნობს.
აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.

13:00 - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საკონფერენციო დარბაზში ტელეკომპანია „იბერიის“ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის პრესკონფერენცია გაიმართება.

13:00 - საიაში პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „საია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების არსებულ მოდელს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს“.
თბილისი, კახიძის ქ. #15

14:00 - თელავში, მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე, ეროვნული გვარდიის აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის დაწყებისა და ფიცის მიღების საზეიმო ცერემონია გაიმართება.

15:00 - პროკურატურასთან ,,მამები სიმართლისთვის" აქცია პერფორმანსს ,,ნუ გვაბოლებთ" გამართავს.
ორთაჭალა, გორგასლის ქ. #24
საკონტაქტო ტელ.: 591051601

18:00 - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში სტარტს ჰაკათონი ,,ჰაკატური“ აიღებს.
ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7