უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

19 ნოემბერი, 2018 10:00
font-size

ანონსი 19.11.18

11:00 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა ჩატარდება, რომლის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს.

11:00 - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: დასაქმების და უმუშევრობის კვარტალური მაჩვენებელი, 2018 წლის III კვარტალი.
ცოტნე დადიანის ქ. #30, სტატისტიკის ეროვნული სამსახური

11:00 - ბათუმში ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ფილიალი გაიხსნება.
ბათუმი, ბაქოს ქუჩა N8

11:00 - მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის ადვოკატები გაგი მოსიაშვილი და მერაბ ჩიქოვანი "მედიაცენტ მთავარში" განცხადებას გააკეთებენ. თემა: დაკავებული ყოფილი მერის სისხლის სამართლის საქმის ახალი გარემოებები.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე) საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.
თბილისი, ბოჭორმის ქ. #12

11:00 - სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის პარტნიორობით განხორციელებული პროექტების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.
თემა: ქალთა შრომითი უფლებები საქართველო-ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით; პროფკავშირები ახალგაზრდა დასაქმებულთათვის. ღონისძიებაზე მოწვეულებნი არიან ელჩები, ევროკავშირის, საქართველოს მთავრობის, საკანონმდებლო ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტის სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ყოფილი სამხედროების პოლიტიკური განცხადებები; აგვისტოს ომში მონაწილე სამხედროების შესაძლო პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებული საკითხი; საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ამომრჩევლის მობილიზებისთვის დაწყებული კამპანია.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კობა კობალაძის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: ყოფილი სამხედროების პოლიტიკური განცხადებები; აგვისტოს ომში მონაწილე სამხედროების შესაძლო პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებული საკითხი; საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ამომრჩევლის მობილიზებისთვის დაწყებული კამპანია.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:30 - გაერთიანებული ოპოზიცია " ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი და გაერთიანების ლიდერები, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში, ექსპერტებს შეხვდებიან. თემა: ექსპერტთა საბჭოს ჩამოყალიბება.
საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551662525

12:00 - ორგანიზაცია "არა ნაციზმს" ერთ-ერთი ხელმძღვანელი, უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს. თემა: ორგანიზაციის დაფინანსება. რა შედეგი დადო ორგანიზაციამ შექმნიდან დღემდე. რამდენი ამომრჩეველი დაარეგისტრირა და რა მიმართულებით გაამგზავრებენ მათ 28 ნოემბერს.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

13:00 - საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი შეხვდება ახალგაზრდა მეღვინეებს.
თელავის რაიონი სოფელი კისისხევი. მეღვინეობა “მოსმიერი”

13:00 - მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩატარდება.

15:00 - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

18:00 - პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ,,აგვისტოს ომის დაწყების მიზეზების" კვლევის პრეზენტაცია.
გუდიაშვილის ქ. #7
საკონტაქტო პირი მაკა ტოხიშვილი - 555480515, ორგანიზაცია „საქართველოს მდგრადი განვითარების ასოციაცია".

19:30 - სასტუმრო თბილისი რუმსში გაიმართება „ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის“ და მისი პირველი პროექტი - პუბლიკაციის პრეზენტაცია.
მერაბ კოსტავას ქ. #14
საკონტაქტო პირი ნინო კალანდაძე - 577986868

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`